ჭიდაობა

13:39 | 20.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ნინო ოძელაშვილის გამარჯვება ევროპის ჩემპიონატზე და ცეცხლოვანი ცეკვა (VIDEO)

ყაზანში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა სამბისტებმა წარმატებით იასპარეზეს - 4 ოქროს, 4 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. აღსანიშნავია, რომ ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონი გოგონებს შორის ქართველი გახდა – ნინო ოძელაშვილმა (72) პირველობა არავის დაუთმო.

პირველ ვიდეოში შეგიძლიათ იხილოთ ნინო ოძელაშვილის ფინალური ბრძოლა, მეორეში დაჯილდოვების ცერემონიალი

აქვე შეგახსენებთ, რომ ნინო ოძელაშვილის გარდა, ყაზანში ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს ვახტანგ ჩიდრაშვილმა (57), ნიკო კუციამ (82) და ბექა ბერძენიშვილმა (+100). ვერცხლის მედლების მფლობელები გახდნენ: მინდია ლილუაშვილი (68), პაატა ღვინიაშვილი (90), ირინა ლეონიძე (80) და ელენე ქებაძე (+80), ბრინჯაოს მედლებს კი გივი ნადარეიშვილი (52), დავით ლორიაშვილი (100), სალომე აბაშიძე (56) და თეონა სუხიტაშვილი (68) დაეუფლნენ.

საერთო გუნდურ ჩათვლაში ვაჟებმა მეორე ადგილი დაიკავეს, გოგონები კი მესამე ადგილზე გავიდნენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11212