კალათბურთი

22:20 | 17.05.2016 | ნანახია 1936 - ჯერ

საჩემპიონო გზაზე “ქუთაისი 2010” დაწინაურდა

საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის სუპერფინალის პირველ შეხვედრაში “ქუთაისი 2010”-მა თბილისის “დინამოს უმასპინძლა. მატჩს ზურაბ საკანდელიძის და მიხეილ ქორქიას სახელობის საკალათბურთო დარბაზში უამრავი ადამიანი დაესწრო და ძალიან ბევრი ქომაგი დარბაზს მიღმა დარჩა ადგილების უკმარისობის გამო. გადაჭედილ სპორტულ არენაზე კი ქუთაისელთა ქომაგებმა ნამდვილი ზეიმი მოუწყვეს გუნდებს და საოცარ სპორტულ გარემოში მისცეს თავის გამოჩენის საშუალება.

მოგეხსენებათ, რეგულარულ ჩემპიონატში უკეთესი შედეგების გამო იმერული კლუბი მოედნის უპირატესობას ფლობდა, ამიტომაც პირველი პაექრობა ქუთაისში ჩატარდა. აღნიშნული უპირატესობის გარდა ფსიქოლოგიური მდგომარეობაც უნდა გავითვალისწინოთ - ქუთათურებმა რეგულარულში ოთხივე პაექრობაში დაამარცხეს მეტოქე. ამასთანავე რიონისპირელებს რევანშის აღების წყურვილიც ჰკლავთ, ვინაიდან 2013-2104 წლების საკალათბურთო ჩემპიონატში სწორედ დინამოელებმა შეუშალეს ხელი ფინალში ქუთაისელთა გაჩემპიონებას.

შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით დაიწყო და მთელი პირველი ტაიმი ასე გაგრძელდა კიდეც. საწყისს მეოთხედში არაერთხელ შეიცვალა დაწინაურებული გუნდი, თანაც მოთამაშეებს სასტარტო მღელვარებაც ეტყობოდათ. ქუთაისელთაგან სადებიუტო წუთებში ბექაური უნდა გამოვარჩიოთ, რომელმაც საერთოდ მთელი მატჩი ითამაშა კარგად და ორმაგი დუბლიც გაიფორმა – 17 ქულა და 10 მოხსნა. გარდა ამისა, ბექამ საწყის წუთებში ზედიზედ ორჯერ დააფარა მეტოქის კალათბურთელებს, რითაც მოწინააღმდეგეეებს საფიქრალი გაუჩინა და ისინიც იძულებულნი გახდნენ ბედი საშუალო და შორეულ ტყორცნებში ეცადათ. მას მხარი კარგად აუბეს ცეკვავამ და გიგი ბარბაქაძემ. განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ უმცროსი ბარბაქაძის შემოსვლა, რომელიც გიგიმ ზედიზედ ორი სამქულიანით აღნიშნა. მალე კი კიდევ ერთი ბურთი მოათავსა და საკუთარი გუნდიც დააწინაურა 16:10, მაგრამ მეოთხედის ბოლო წუთზე დინამოელი კოვაცევიჩის და გოგოძის კარგი თამაშის წყალობით დედაქალაქელებმა ანგარიშში სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს – 16:15.

მეორე ათწუთეული გაცილებით უკეთ სტუმრებმა ჩაატარეს. მათ რიგებში უნდა გამოვყოთ გიორგი შარაბიძის გააზრებული მოქმედებები და მაქსიმ კოვაჩევიჩის ზუსტი თამაში. შედარებით პასიურები იყვნენ ამერიკელი ლეგიონერები – მაკალპინი და მაილსი. პირველი მეოთხედის მსგავსად გააზრებულად და შედეგიანად ირჯებოდა ახალგაზრდა ნოდარ გოგოძე. შედეგად მივიღეთ ის, რომ თბილისელებმა ტაიმის მიწურულს უპირატესობას მიაღწიეს და ტაიმიც მოიგეს 38:34.

მესამე მეოთხედი გადამწყვეტი გამოდგა. კოტე ტუღუშის მიერ დარიგებულმა ქუთათურებმა აღმაფრენით ჩაატარეს დროის ეს მონაკვეთი და მეტოქეს 8-ქულიანი უპირატესობით აჯობეს. ძალიან კარგად ათამაშდა ამერიკელი ბრიტონი და რიჩარდ მათიაშვილი. ეს უკანასკნელი თითქმის მთელი მეორე ტაიმის განმავლობაში 4 პერსონალურით თამაშობდა, მაგრამ “რიჩომ” თავი კარგად “შეინახა” და მატჩის მოგებაში ლომის წვლილიც შეიტანა. ქუთათურებმა მოქმედების არეალი შეუზღუდეს კოვაჩევიჩს, რამაც თბილისელ შემტევთა პოტენციალი მკვეთრად შეასუსტა. გადამწყვეტი მეოთხედის წინ კი ტაბლოზე 58:54 იყო ქუთაისელთა სასარგებლოდ.

დასკვნითი ათწუთელი კი ყველაზე მწირქულიანი გამოდგა. თბილისელებმა კიდევ ორჯერ მოახერხეს წინ გასვლა, მაგრამ აღმაფრენით მოთამაშე მასპინძლებმა მაინც იძალეს და თავისკენ გადახარეს ბრძოლის სასწორი. გადამწყვეტ მომენტებში ისევ მათიაშვილმა და ბრიტონმა ულიდერეს გუნდს, ძალიან მნიშვნელოვანი სამქულიანი ჩააგდო შედარებით პასიურმა ფაშაევმა. თავის მხრივ საეპილოგო ნაწილში დედაქალაქელები უზუსტოდ ასრულებდნენ საკუთარ შეტევებს, ეს მომენტი რიონისპირელებმა ძალიან კარგად გამოიყენეს და თამაში მშვიდად მიიყვანეს გამარჯვებამდე – 73:65. მეორე შეხვედრა ამ გუნდებს შორის 18 მაიის 16:00 საათზე გაიმართება.

ქუთაისი - დინამო 73:65


კომენტარები (9)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

15:10 | 18.05.2016
BEERTRANCE (97819)

აბა თქვენ იცით

11:01 | 18.05.2016
paata2727 (294)

გარემო იცოცხლეთქვა, მაგრამ სამწუხაროდ არცერთი ტელევიზია არ დაინტერესდა, რეპორტაჟი რაა...სიუჟეტიც კი არ გაუკეთებია არავის...ბიჭო რა გვეშველება, მოგვკლავს ეს ქართლო-ცენტრიზმი...თბილისის იქეთ საქართველოს ვერ ხედავენ...ალბათ საკალათბურთო ინფარქტი არ ასცდება ბევრს ქუთაისი რომ ჩემპიონი გახდეს. რა გჭირთ სირცხვილია...სად არის პირველი არხი? რუსტავი 2...სოხუმი-ქუთაისის მეხუთე თამაში არ უნდა გაეშუქებიათ? მედიამ თუ არ მოახდინა პოპულარიზაცია აბა ეს ვინ უნდა გააკეთოს? აბა თბილისში არავინ დადის მაგ თქვენს სპორტის სასახლეში. ლუდი, ქაბაბი და ბოულინგი ურჩევნიათ...სირცხვილი ქართულ მედიასაშუალებებს...

11:09 | 18.05.2016
ირაკლი1986 (2288)

რაგინდა როქნა ძმაო თუ არ გამოიხედავენ ჩვენ ვიშრომებთ რეგიონებში და მოვა დრო დაგვაფასებენ.უბრალოდ უყურადრებობაა გულსაკლავი თორე ..............

10:37 | 18.05.2016
Torres9 (12692)

ყოჩაღ ქუთაისი რა მაგარი გარემოა დარბაზში

11:10 | 18.05.2016
ირაკლი1986 (2288)

შენ იქ უნდა ნახო რახდება მთელი არსებით ეშვები თამაშში გრძნობ ყველაფერს ბოლომდე იქ ხარ მეოთხე მეოთხედის ბოლო წამის სირენის ხმამდე მაგარიააა დღეს კიდე ერთი ომი გვაქვს წიინ ქუთაისიიი

01:20 | 18.05.2016
skorpio (661)

გილოცავტ ქუტაისი

00:10 | 18.05.2016
Shako Chxobadze (1)

ჩემპიონობის დროა!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!ქუთაისიიიი!!!!!

22:57 | 17.05.2016
gega-torpedo (26)

წელს ჩემპიონობის დროა

22:57 | 17.05.2016
gega-torpedo (26)

დავიმსახურეთ მოგება, იმიტომ რომ

22:56 | 17.05.2016
gega-torpedo (26)

ბრავო ბიჭებო

22:56 | 17.05.2016
gega-torpedo (26)

ქუთაისიიიიიიიი

0.144747