ფეხბურთი

19:49 | 15.05.2016 | ნანახია 5960 - ჯერ

გიორგი ჭანტურია – “დუისბურგის” მხსნელი (+VIDEO)

გერმანიის მეორე ბუნდესლიგის ბოლო ტურში გიორგი ჭანტურიას “დუისბურგმა” შინ 1:0 (VIDEO) სძლია “ლაიპციგს” და ეს ერთადერთი გოლი სწორედ ქართველმა შემტევმა გაიტანა. 75-ე წუთზე შეაგდო და რომ არა ეს გოლი, “დუისბურგი” პირდაპირ გავარდებოდა მეორე ბუინდესლიგიდან. ახლა კი, “ზებრებს” შანსი აქვთ: ფლეი ოფში “ვიურცბურგს” დაუპირისპირდებიან და თუ მოუგეს, დარჩებიან ლიგაში.

გოლიც ლამაზი იყო, ინდივიდუალურად გატანილი. გიორგიმ გოლი ემოციურად, მაისურის გახდით და ყვითელი ბარათი მიიღო, თუმცა ამას ვინ ჩიოდა. მალევე, გიორგი შეცვალეს – 78-ე წუთზე.

მეორე ბუნდესლიგაშივე,Lლუკას ჰუფნაგელმა ბოლო 10 წუთი ითამაშა “უნიონ”-“ფრაიბურგის” შეხვედრაში (2:1). ჰუფნაგელის გუნდს ამ მარცხით არაფერი დაჰკლებია, ბუნდესლიგის საგზური სამი ტურის წინ გაინაღდა.


კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

20:52 | 16.05.2016
araza-1918 (6330)

ამკარის მცველმა ჯიქიამ ისევ ჯარიმით გაიტანა და 8 ბალი მიიღო

09:30 | 16.05.2016
Torres9 (12692)

მარჯვნივ ვინ არის?))

00:31 | 16.05.2016
Shevche (15054)

drogba__
მფარველიც არასწორია? დაიფარა თუ დაიმფარა?
საჭიროა ეგ მ.

21:56 | 15.05.2016
ilia_juventus (2091)

ყოჩაღ გიო. < 3

20:42 | 15.05.2016
drogba-11 (13246)

მსხნელი რა არის? მხსნელი იხსნა და არა იმსხნა

20:57 | 15.05.2016
paatabasket (1253)

))))))) კაცი ხარ . სულ ვიძახი ესენი არ არიან ჟურნალისტები

20:28 | 15.05.2016
ogafa (10211)

ყოჩაღ

20:20 | 15.05.2016
salazar (1835)

საღოლ გიოო !!!!

0.064027