ფეხბურთი

20:49 | 10.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ლაციო” კლოზეს ემშვიდობება

ვეტერანი გერმანელი ფორვარდი მიროსლავ კლოზე რომის “ლაციოს” მიმდინარე სეზონის ბოლოს დატოვებს. ამის შესახებ რომაული გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად იუწყება. კლოზე, რომელიც დამდეგ 9 ივნისს, 38 წლის ხდება “ლაციოს” მაისურს ბოლოჯერ კვირას, “ფიორენტინასთან” მატჩში მოირგებს.

მიუხედავად ასაკისა მირო საფეხბურთო კარიერის დასრულებას ჯერ არ გეგმავს, თუმცა უცნობია თუ სად გააგრძელებს თავის მდიდარ კარიერას.

კლოზე “ლაციოში” 2011 წელს მიუნხენის “ბაიერნიდან” გადავიდა და დღემდე 63 გოლის გატანა შეძლო. 2013 წელს კი იტალიის თასს დაეუფლა. მიმდინარე სეზონს რაც შეეხება, ბოლო პერიოდში კლოზე ახალგაზრდობას განიცდიდა და ბოლო ორ თვეში 6 გოლი შეაგდო. მანამდე კი, ამ სეზონში გოლი ვერ გაეტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.053782