ფეხბურთი

13:48 | 10.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ფუტსალის ლიგა: ჩემპიონატის პირველი ფრე და რეგულარული სეზონის გამარჯვებული

9 მაისს, ახალ სპორტის სასახლეში საქართველოს ფუტსალის ლიგის მეექვსე ტურის ორი გამოტოვებული შეხვედრა გაიმართა.

თბილისის „თბილისისა“ და „დინამო“ ბათუმისუაღრესად საინტერსო და დაძაბულ დაპირისპირებაში წლევანდელი გათამაშების პირველისაყაიმო ანგარიში დაფიქსირდა - 4-4. გარდამავლი უპირატესობით მიმდინარე შეხვედრაში ყველაზე საინტერესოდ მოვლენები პირველი ტაიმის მეორე ნახევარში განვითარდა. 15-ე წუთზე ბათუმლები 2-0 იგებდნენ, მაგრამ თბილისელთა კიპერის დავით თურმანიძის და გუნდის კაპიტანის ნიკა თურმანიძის გოლებით ტაიმი 2-2 დასრულდა. მეორე ნახევარი დედაქალაქელთა უპირატესობით დაიწყო, თუმცა მალევე „ვერ გაიტან გაგიტანეს“ პრინციპი ამოქმედდა და წინ კვლავ „დინამოს“ ფეხბურთელები გავიდნენ. ზუსტად 20 წამში ნიკა თურმანიძემ სტატუსკვო აღადგინა 3-3.

განსაკუთრებით დრამატული მატჩის ბოლო წამები გამოდგა. შეხვედრის დასრულებამდე 15 წამით ადრე თბილისელთაკაპიტანმა ჰეთ-თრიკი შეასრულა და საკუთარი გუნდი დააწინაურა, თუმცა დარჩენილ დროში მეტოქის უყურადღებობითბათუმლებმა კარგად ისარგებლეს და მათმა ლიდერმა გოჩა მახარაძემ საკუთარ გუნდს ქულა მოუპოვა.

დღის და წლევანდელი გათამაშების ერთ-ერთი მთავარი დაპირისპირება კი ჩემპიონატის უმთავრეს ფავორიტებს, თსუ-სა და მოქმედ ჩემპიონს სტუ-თელასს შორის გაიმართა. მოქმედი ჩემპიონი ამ დაპირისპირებას მნიშვნელოვანი დანაკლისით შეხვდა - დისკვალიფიკაციის გამო შეხვედრას მათი ძრითადი მეკარე ლევან გაბუჩია ტოვებდა. რასაც შეხვედრის დასაწყისში „თელასის“ წამყავნი ფეხბურთელის შოთა თოფურიას ტრამვა დაემატა, რამაც „ენერგეტიკოსები“ უმძიმეს ვითარებაში ჩააგდო.

შეხვედრაში ანგარიში ჩემპიონატის ყველაზე სწრაფი გოლით, მე-7 წამზე გაიხსნა - დავით ბობოხიძის დარტყმული კარის ხარიხამ აისხლიტა და თოფურიამ კურიოზული ავტოგოლი „მიითვალა“. თუმცა ანგარიშის გასათანაბრებლად „თელასის“ ფეხბურთელებს 43 წამი დასჭირდათ,თავი ირაკლი შელეგიამ გამოიჩინა 1-1. ტრიბუნაზე შეკრებილმა გულშემატკივარმა მე-10 წუთზე ორი გატანილი გოლი იხილა: ჯერ კაკაბაძემ დააწინაურა „სტუდენტები“, ხოლო 15 წამში კარლო წვერავამ, რომელიც გუშინ გოლკიპერად მოგვევლინა, ულამაზესი და უძლიერესი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა - 2-2. დაძაბული პირველი ნახევარი საბოლოოდ თსუ-ს სასრგებლოდ 3-2 დასრულდა. რაც შეეხება შეხვედრის მეორე ტაიმს, თსუ-ს ფეხბურთელებმა გადაღლილ მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს და 10-5 იმარჯვეს. პოკერით გამოირჩა თსუ-ს შემტევი გია ნიკვაშვილი. ამ გამარჯვებით სატურნირო ცხრილში პირველ ადგილს სწორედ თსუ დაიკავებს. თელასი კი ნახევარფინალში მეორე პოზიციიდან ითამაშებს.

წრიული ეტაპის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, პლეიოფში თამაში თსუ-სა და სტუ-თელასის გარდა აფხაზეთს აქვს განაღდებული.

ბოლო საგზურისთვის კი ერთბაშად ოთხ გუნდს აქვს შანსი იბრძოლოს: ბოლო ტურში „უფლისციხესთან“ გამარჯვების შემთხვევაში პლეიოფში მოხვედრის რეალური შანსი ექნება თბილისს, თუმცა თუ გორელები მოახერხებენ წარატების მიღწევას, ამ შემთხვევაში ოთხეულში მოხვედრის რეალური კანდიდატი „სპარტაკი“ გახდება, რომელიც ურთიერთშეხვედრაში ფლობს უპირატესობას. ყველაზე რთულ ვითრებაში კი ბათუმის „დინამოა“, რომელსაც პლეიოფისთვის საბრძოლველად ბოლო ტურში მოქმედი ჩემპიონი ყავს დასამარცხებელი. საქართველოს ფუტსალის ლიგის ბოლო ტურის შეხვედრები 16 მაისს გაიმართება. ნახევარფინალური დაპირისპირებები კი 23 და 30 მაისს არის ჩანიშნული. ფინალში გასული გუნდების ვინაობა ორი მატჩის ჯამში გამოვლინდება.

საქართველოს ფუტსალის ლიგის ჩემპიონის ვინაობა 10 ივნისს ფინალურ შეხვედრაში უნდა გაირკვეს.

ბომბარდირები: მელტონ ახალაია (აფხაზეთი) -20, აბი აჰი ალფონსე (სპარტაკი) – 17, გია ნიკვაშვილი (თსუ), გოჩა მახარაძე (დინამო) – 13, ავთანდილ სებისკვერაძე (აფხაზეთი), ლაშა სიგუნავა (თსუ) - 11

09.05.2016. საქართველოს ფუტსალის ლიგა. VI ტური

დინამო (ბთ) - თბილისი 4-4 (2-2)

გოლები: 11:40’ გ.მახარაძე (1-0), 14:37’ თოდაძე (2-0), 16:23’ დ.თურმანიძე (1-2), 19:28’ ნ. თურმანიძე (2-2), 31:28’ შამილაძე (3-2), 31:51’ ნ.თურმანიძე (3-3), 39:45’ ნ.თურმანიძე (3-4), 39:57’ გ.მახარაძე (4-4)

გაფრთხილება: 6:18’ მაისურაძე, 38:12’ რეხვიაშვილი (თბილისი)

დინამო (ბთ):ხ.მახარაძე, თოდაძე, გ.მახარაძე, ფარტენაძე, შამილაძე სათ.: მალაყმაძე, გოჩ.ბერიძე, კეკელიძე, ტყეშელიაძე, დარახველიძე

თბილისი: დ.თურმანიძე, მხითარიანი, ნ.თურმანიძე, მაისურაძე, რეხვიაშვილი სათ.: სოხინი, ცეცაძე, ჯანელიძე, გედენიძე, კარაპეტიანი, ხახაშვილი, ხიდეშელი, ჭელიძე

თსუ - სტუ-თელასი 10-5 (3-2)

გოლები: 0:07’ თოფურია ს.კ (1-0), 0:50’ შელეგია (1-1), 9:39’ კაკაბაძე (2-1), 9:54’ წვერავა (2-2), 17:55’ სიგუნავა (3-2), 21:31’ ჭანუყვაძე (4-2), 23:02’ კობაიძე (5-2), 26:27’ ნიკვაშვილი (6-2), 26:40’ ნიკვაშვილი (7-2), 28:12’ დევდარიანი (7-3), 28:55’ ასათიანი (7-4), 31:58’ ნიკვაშვილი (8-4), 32:14’ ნიკვაშვილი (9-4), 38:43’ დევდარიანი (9-5), 39:12’ კობაიძე (10-5)

გაფრთხილება: 30:25’ ბოკერია (თელასი)

თსუ: ჯამბურია, ბობოხიძე, ჭანუყვაძე, კაკაბაძე, კობაიძე სათ.: ლუკავა, სიგუნავა, ნიკვაშვილი, ჭუმბურიძე, ქურცაძე, სანიკიძე

სტუ-თელასი: წვერავა, სოზაშვილი, ასათიანი, თოფურია, შელეგია სათ.: თარხნიშვილი, მამულაშვილი, ბოკერია, დევდარიანი, ცხომარია, კურბანოვი, მერკვილაძე

საქართველოს ფუტსალის ლიგის ტექნიკური პარტნიორები არიან გერმანული სპორტული ბრენდი SALLERდა ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, „ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი“,“წყალი მარგებელი“, SPORT City, Apple City

მედია პარტნიორები: რადიოები, „იმედი“, JAKO FM, „კომერსანტი“,ვებ პორტალები, mysports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, და გაზეთი „ლელო”.

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური

0.178587