ფეხბურთი

17:07 | 9.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

კვირკველია ისევ ტურის სიმბოლურშია

ყაზანის “რუბინის” ქართველი მცველი სოლომონ კვირკველია რუსეთის პრემიერლიგის 27-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. 24 წლის კვირკველიას თამაში რუსულმა ინტერნეტგამოცემა championat.com-მა გამოარჩია.

“არ მისცე “კრასნოდარს” თამაშის წესების დაცვით გოლის გატანის საშუალება, ეს დიდი მიღწევაა ამჟამად. კვირკველიამ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და სმოლოვს ყურადღებით დარაჯობდა. ამ შეხვედრაში “რუბინის” დაცვის ხაზის თამაში სამაგალითო გახლდათ”, - წერს გამოცემა სოლომონის თაობაზე.

კვირკველიას “რუბინი” “კრასნოდარს” (1:1) დაუზავდა და ჩვენებურმა კი მოედანზე 90 წუთი გაატარა. მთლიანობაში მას პრემიერლიგაში ნაყოფიერი სეზონის აქვს და სიმბოლურში აქამდეც არაერთხელ მოხვედრილა. მიმდინარე სეზონში კვირკველია მოედანზე 26-ჯერ გავიდა (რუსეთის ჩემპიონატის ეგიდით) და ერთი გოლის გატანა შეძლო.

0.130746