gazeta.ru-მ რუსული პრემიერლიგის გასული ტურის სიმბოლურ ნაკრებში ნუკრი რევიშვილი შეიყვანა. რევიშვილი ერთ-ერთი მთავარი "დამნაშავე" იყო იმაში, რომ "მორდოვიამ" 2:1 სძლია"როსტოვს" და ლიდერობა დააკარგვინა. საქართველოს ნაკრების მეკარემ მართლაც კარგი მატჩი ჩაატარა და რთული ბურთები მოიგერია.
ნუკრის გარდა, "მორდოვიადან" სიმბოლურში კიდევ ერთი ფეხბურთელი მოხვდა: მცველი ასლან დუდიევი.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია