სხვა

15:59 | 2.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

სანდრო ბაზაძის მესამე ევროპული ტიტული

რიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიანტმა, საქართველოს ხმლით მოფარიკავეთა ნაკრების ლიდერმა სანდრო ბაზაძემ 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

მას შემდეგ, რაც სანდრომ წარმატებით გაიარა საკვალიფიკაციო ეტაპი, ასევე ოსტატურად ჩაატარა გადამწყვეტი შეხვედრები. ქართველმა სპორტსმენმა ნახევარფინალში დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 15:13 დაამარცხა რუსი ალექსანდრ ტრუშაკოვი, ფინალში კი ხუთქულიანი უპირატესობით აჯობა იტალიელ ფრანჩესკო დ’არმიენტოს – 15:10.

ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში მოპოვებული ეს ტიტული მესამეა სანდრო ბაზაძის კარიერაში. მან ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი 2013 და 2014 წლებშიც მოიგო.

www.geonoc.org.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116922