ფეხბურთი

21:03 | 29.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ევროპა ლიგაზე მარლოსი აღიარეს

დონეცკის "შახტარის" შემტევი ბრაზილიელი მარლოსი ევროპა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. როგორც უეფას ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, სამხრეთამერიკელმა გულშემატკივართა გამოკითხვაში ხმების 73% მიიღო.

მეორე ადგილზე გავიდა "ვილიარეალის" ნახევარმცველი დენი სუარესი (27%), რომელმაც ადრიანს "ლივერპულთან" მატჩში გადამწყვეტი გოლი გაატანინა.

მარლოსმა "სევილიასთან" ევროპა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველ მატჩში (2:2) 23-ე წუთზე გოლი გაიტანა, ხოლო 13 წუთში ტარას შტეპანენკოს თავის გამოჩენის საშუალება მისცა.

მიმდინარე სეზონში ბრაზილიელმა 43 მატჩში მეტოქეები 11-ჯერ დაამწუხრა და 13 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116831