თამაშგარე

12:44 | 29.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

მარია წარსულს ებრძვის და იახტას ელევა

ჯერ კიდევ შარშან გაზაფხულზე, ცნობილი რუსი მეჩოგნე ასული, მარია შარაპოვა ნამეტნავად იწონებდა თავს ახალი მინი-იახტით და იძახდა, რომ მთელი ცხოვრება სწორედ ისეთ იახტაზე ოცნებობდა, რომელიც არც ძალიან დიდი იქნებოდა და თან ისე კოხტად იქნებოდა მოწყობილი, მას რომ გაუხარდებოდა.

ახლა კი ცნობილი გახდა, რომ “მარიშკა” იმ თავის აგრერიგად ნაქებ და ნალოლიავებ იახტას ყიდის და თან საკმაოდ იაფადაც. ჩოგბურთელმა ამ “სათამაშოში” 6 მილიონი ამერიკული დოლარი გადაიხადა, ახლა კი თანახმაა მას სულ რაღაც 3.5 მილიონ დოლარად შეელიოს.

მარია ცოცხლი თავით არ ასახელებს იახტის ასე სწრაფად და ასე უცნაურ ვითარებაში გაყიდვის სურვილის მიზეზს, მაგრამ ბულვარული მედიის მოკირკიტენი გამოთქვამენ ეჭვებს, რომ ეს იახტა მარიას ყოფილ ქმარს და ძველ ამბებს ახსენებს და ადამიანებს ძველი ამბები ხშირად ყველაზე მეტად გვაწუხებს და გვტკივა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.159068