ფეხბურთი

21:50 | 28.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

პირველი ლიგა: “ლიახვმა” უმაღლესი ოფიციალურად გაინაღდა

დღეს პირველი ლიგის 31-ე ტურის შვიდი მატჩი გაიმართა. საინტერესო ის მოხდა, რომ ცხინვალის “ლიახვმა” მარნეულის “ალგეთთან” მოგებით ოფიციალურად გაინაღდა უმაღლესი ლიგის საგზური. მალხაზ ჟვანიას გაწვრთნილებმა 3:2 იმარჯვეს. “ლიახვი” თავიდანვე ლიდერობდა ცხრილს და დამაჯერებლადაც ჩაატარა თამაშები.

მეორე ადგილზე გადავიდა “ვიტ ჯორჯია”, რომელმაც ხონის “იმერეთს” 2:0 აჯობა. ვერ მოიგეს ვიტელთა კონკურენტებმა: “ბორჯომმა” “სამეგრელოსთან” გასვლაზე 3:3 დაასრულა, ხოლო ხობის “კოლხეთმა” სტუმრად 2:2 ითამაშა “ჭიათურასთან”.

3 ტური დარჩა და ახლა იქნება მთავარი ბრძოლები უმაღლესში გადასასვლელად: ორი გუნდი პირდაპირ გადავა და ერთიც გადათამაშებაში მოხვდება.

ცხრილის ქვედა ნახევარში უფრო დიდი დაძაბულობაა, რადგან 5 გუნდი ვარდება და საფრთხე ჯერაც 9 გუნდს ემუქრება. “ალგეთსა” და “მერცხალს” უკვე ძალიან რთულად აქვთ საქმე და რთული წარმოსადგენია, რომ გავარდნას გადაურჩნენ.

ვიტ ჯორჯია (თბილისი) – იმერეთი (ხონი) 2:0

ჭიათურა – კოლხეთი (ხობი) 2:2

მაჭახელა (ხელვაჩაური) – მეშახტე (ტყიბული) 0:0

სამეგრელო (ჩხოროწყუ) – ბორჯომი 3:3

ბეთლემი (ქედა) – სქური (წალენჯიხა) 0:0

ჩხერიმელა (ხარაგაული) – სამგურალი (წყალტუბო) 4:2

ალგეთი (მარნეული) – ლიახვი (ცხინვალი) 2:3

ზეგ გაიმართება: “რუსთავი” – “გაგრა”, “ოდიში 1919” (ზუგდიდი) – “მერცხალი” (ოზურგეთი)

ლიახვი 31 20 8 3 80 29 51 68
ვიტ-ჯორჯია 31 16 9 6 54 24 30 57
კოლხეთი ხ 31 15 10 6 51 27 24 55
ბორჯომი 31 15 9 7 42 31 11 54
სამგურალი 31 15 3 13 57 44 13 48
გაგრა 30 15 1 14 50 36 14 46
ოდიში 1919 30 13 6 11 46 50 -4 45
რუსთავი 30 10 11 9 31 27 4 41
ბეთლემი 31 12 4 15 41 57 -16 40
მეშახტე 31 9 12 10 24 25 -1 39
სქური 31 9 10 12 28 32 -4 37
ჭიათურა 31 8 13 10 36 35 1 37
ჩხერიმელა 31 10 6 15 36 49 -13 36
მაჭახელა 31 8 11 12 29 41 -12 35
იმერეთი 31 8 10 13 29 51 -22 34
სამეგრელო 31 8 8 15 27 47 -20 32
ალგეთი 31 7 7 17 27 47 -20 28
მერცხალი 30 6 8 16 36 61 -25 26

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120145