ფეხბურთი

14:02 | 27.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჰარტი ბრძოლის მოლოდინში და კმაყოფილი კომპანი

“მანჩესტერ სიტის” მეკარე ჯო ჰარტი მადრიდში ნამდვილ ბრძოლას ელოდება, ხოლო კაპიტანი ვინსენ კომპანი კმაყოფილია, რომ მისმა გუნდმა პირველ შეხვედრაში გოლი არ გაუშვა.

“საპასუხო თამაშისთვის კარგად უნდა მოვემზადოთ, რადგან წინ ნამდვილი ბრძოლა გველოდება”, - თქვა ჰარტმა.

ინგლისურმა “მანჩესტერ სიტიმ” საკუთარ მოედანზე მადრიდის “რეალთან” რომ არ წააგო, დიდწილად მათი მეკარის, ჯო ჰარტის დამსახურებაა. ინგლისელმა კიპერმა მეორე ტაიმში რამდენიმე ეპიზოდში გადაარჩინა თავისი გუნდი. განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც მის კარს პორტუგალიელი პეპე ემუქრებოდა.

აღნიშნულ მატჩთან დაკავშირებით კომენტარი “სიტის” ბელგიელმა კაპიტანმა ვინსენ კომპანიმაც გააკეთა:

“ყოველთვის ურთულესია საკუთარი კარი მშრალად შეინახო, როდესაც ასეთი შემტევი მეტოქე გყავს. ახლა ამაყები ვართ, რადგან ამის გაკეთება პირველ მატჩში მოვახერხეთ”, - განაცხადა კომპანიმ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113114