ფეხბურთი

2:26 | 26.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

“სელტას” ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შანსი გაუჩნდა

ესპანეთის ჩემპიონატის დასკვნითი შეხვედრა “ესტადიო ბალაიდოსზე” შედგა, სადაც ადგილობრივმა “სელტამ” ლა ლიგაში დარჩენისთვის მებრძოლი “გრანადა” დაამარცხა და ევროპა ლიგის საგზური ოფიციალურად მოიპოვა.

პირველმა ტაიმმა მასპინძელთა ტერიტორიული უპირატესობით ჩაიარა და ლოგიკური შედეგითაც დასრულდა. გალისიელებმა საწყისი 45 წუთი იაგო ასპასის ზუსტი პენალტით მოიგეს.

მეორე ნახევარში სტუმრები გააქტიურდნენ, რამაც შედეგი 69-ე წუთზე გამოიღო და მშვენიერ ფორმაში მყოფმა იუსუფ ელ არაბიმ წონასწორობა აღადგინა. თუმცა, ანდალუსიელთა სიხარული ხანმოკლე გამოდგა და 7 წუთში იაგო ასპასმა დუბლი გაიფორმა – 2:1.

“სელტა” 57 ქულით მე-5 ადგილზეა და “ვილიარეალს” 4 ქულით ჩამორჩება. “გრანადა” კი, 33 ქულით მე-17 საფეხურზეა და გასავარდნ ზონაში მყოფ “ხიხონს” მხოლოდ ქულით უსწრებს.

სელტა – გრანადა 2:1 (1:0)

ვიგო, “ესტადიო ბალაიდოსი”

სელტა (4-2-3-1): ს.ალვარესი, ს.გომესი, კაბრალი, მალიო, პლანასი (ხონი 83), დიასი (რადოია 87), პ.ერნანდესი, ორელიანა, ასპასი, ნოლიტო, გუიდეტი (ვასი 68).
მწვრთნელი: ედუარდო ბერიცო

გრანადა (4-4-2): ა.ფერნანდესი, ბაბინი, ლომბანი, ბირაგი, მ.ლოპეში, დაკური, კრინი (ფ.რიკო 64), როჩინა (იბანესი 77), კუენკა, ელ არაბი (ბარალი 83), პენარანდა.
მწვრთნელი: ხოსე გონსალესი

გოლები: 1:0;2:1 ასპასი (16 პენ. 76), 1:1 ელ არაბი (69)
გაფრთხილებები: პლანასი, ასპასი – მ.ლოპეში, იბანესი
მსაჯი: ხესუს ხილ მანსანო

თეგებილა ლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.192804