ფეხბურთი

22:08 | 23.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

კანკავას ახალი მწვრთნელი ჰყავს

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანსა და ქვეყნის 2015 წლის საუკეთესო ფეხბურთელს ჯაბა კანკავას ფრანგულ “რეიმსში” ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება. როგორც ამ კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, დაკავებული თანამდებობიდან ოლივიე გიგანი დათხოვილია და მის ადგილზე სეზონის ბოლომდე დავიდ გუიონი იმუშავებს.

“საფეხბურთო კლუბმა “რეიმსმა” გადაწყვიტა, მწვრთნელ ოლივიე გეგანთან თანამშრომლობა შეწყვიტოს. ჩვენ მას მადლობას ვუხდით გაწეული სამუშაოსთვის ჯერ, როგორც ფეხბურთელის, მერე კი, მთავარი მწვრთნელის რანგში. “რეიმსი” მის ღვაწლს არ დაივიწყებს.” - წერია ფრანგული გუნდის ვებგვერდზე.

როგორც ცნობილი ხდება გუიონი “რეიმსს” მიმდინარე სეზონის ბოლომდე გაწვრთნის. იგი აქამდე მეორე გუნდში მუშაობდა. რაც გეგანს, კანკავას გუნდი გასულ ზაფხულს ჩაიბარა. თავიდან მის გუნდს კარგი სტარტი ჰქონდა, მაგრამ ბოლო პერიოდში წაგებები მოუმრავლდა და 35-ე ტურის შემდეგ გავარდნის რეალური საფრთხე ემუქრება. მისთვის საბედისწერო გუშინ, “ნიცასთან” (0:2) საგარეო მარცხი აღმოჩნდა.

ისიც ვთქვათ, რომ ოლივიე გეგანი ჯაბას ენდობოდა და “რეიმსის” საკვანძო ფიგურად მიაჩნდა. კანკავამ დღემდე მისი ხელმძღვანელობით 25 თამაში ჩაატარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109238