ფეხბურთი

20:00 | 19.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

არგენტინამ ოლიმპიადისთვის 57 ფეხბურთელი შეარჩია: იკრადი, დიბალა და 55...

არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ტატა მარტინომ რიოს მოახლოებული ოლიმპიური თამაშებისთვის “ალბისელესტეს” 57 კაციანი შემადგენლობა დაასახელა. ბუნებრივია, რომ ნუსხა გაფართოვებულია და ბრაზილიაში ყველა ვერ გაემგზავრება. მარტინო აღნიშნულ სიას 35 ფეხბურთელამდე 1 ივნისს შეამცირებს, ხოლო 14 ივლისს, საბოლოო 18 კაციან შემადგენლობას გამოაქვეყნებს და სწორედ ისინი დაიცავენ არგენტინელტა სახელს რიოს ზაფხულის ოლიმპიადაზე.

აღსანიშნავია, რომ მარტინოს რჩეული ფეხბურთელებში “იუვენტუსისა” და “ინტერის” საუკეთესო ბომბარდირები, პაულო დიბალა და მაურო იკარდიც არიან. მათ გარდა, მარტინოს ნუსხაში საკმაოდ ბევრ ცნობილ ფეხბურთელს ამოიკითხავთ.

ხსენებული 57 კაციანი სია კი ასე დაკომპლექტდა:

მეკარეები: რული (სოსიედადი), გუზმანი (ტიგრესი), უნსაინი (ნიუელს ოლდ ბოისი), როსი (ესტუდიანტესი), ბენიტესი (კილმესი), ბატალია (რივერ პლეიტი)

მცველები: ესკობარი (ნიუელს ოლდ ბოისი), კუესტა (ინდეპენდიენტე), სარავია (ბელგრანო), ალვარესი (ბელგრანო), მამანა (რივერ პლეიტი), ვეგა (რივერ პლეიტი), მაიდანა (რივერ პლეიტი), მუსაჩო (ვილიარეალი), ფიუნეს მორი (ევერტონი), სილვა (ბოკა ხუნიორსი), ტრიპიჩო (ველესი), კონტი (კოლონი), გომესი (ლანუსი), მაგალანი (დეფენსორი), სალაზარი (როსარიო სენტრალი), პინოლა (როსარიო სენტრალი), კასასოლა (კომო)

ნახევარმცველები: რიგონი (ინდეპენდიენტე), ასკასიბარი (ესტუდიანტესი), არზურა (რივერ პლეიტი), მარტინესი (რივერ პლეიტი), ჩერვი (როსარიო სენტრალი), ლო ჩელსო (როსარიო სენტრალი), ჟილ რომერო (როსარიო სენტრალი), კრანევიტერი (ატლეტიკო), ლანზინი (ვესტ ჰემი), ძუკულინი (აეკი), ოკამპოსი (მარსელი), ალიონე (პალმეირასი), ჩუბასი (ბობა ხუნიორსი), ტოლედო (ველესი), რუისი (კოლონი), დე პაული (რასინგი), როსი (ბანფილდი), მარტინესი (უნიონი), კარტაბია (დეპორტივო), პარედესი (ემპოლი), კორეა (სამპდორია), რომერო (კრუზეირო)

თავდამსხმელები: ბოიე (ნიუელს ოლდ ბოისი), ბენიტესი (ინდეპენდიენტე), ესპინოზა (ურაკანი), ვილალბა (სან ლორენცო), კორეა (ატლეტიკო), ვიეტო (ატლეტიკო), სოლისი (ტალერესი), დრიუსი (რივერ პლეიტი), დიბალა (იუვენტუსი), კალერი (სან პაულუ), იკარდი (ინტერი), სენტურიონი (სან პაულუ)

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.136698
სარეკლამო ადგილი - 99
X x X