სხვა

14:37 | 19.04.2016 | ნანახია 1035 - ჯერ

საერთაშორისო ტურნირი კრივში (+VIDEO)

18-20 აპრილს გლდანის ჯემალ ცერცვაძის სახელობის ხელბურთის ცენტრი ჭაბუკ მოკრივეთა შორის I საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობს კლუბ „დკდ"-ს თასზე.

სადებიუტო საერთაშორისო ტურნირში ქართველი ჭაბუკების მხარდამხარ უზბეკი, რუსი, ყაზახი და აზერბაიჯანელი მოკრივეებიც იღებენ მონაწილეობას.

19 აპრილს ტურნირის მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებს, სპორტსმენებსა და მწვრთნელებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი მოადგილე შალვა გოგოლაძესთან ერთად სამინისტროში მდებარე სპორტის მუზეუმში შეხვდა.

შეხვედრას კრივის ფედერაციის პრეზიდენტი დავით კვაჭაძე, ნაკრების მწვრთნელები და კლუბის ხელმძღვანელებიც დაესწრნენ.

„დკდ"-ს თასზე 19 აპრილს ნახევარფინალური ორთაბრძოლები ტარდება, 20 აპრილს კი ფინალური შეხვედრები გაიმართება. მედლები სულ 13 წონით კატეგორიაში თამაშდება. ფინალური შეხვედრები 20 აპრილის 12:00 საათიდან დაიწყება.

სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

00:48 | 20.04.2016
私は家に帰りました (1799)

თუ ვინმემ იცით ჩვენი მოკრივეების შესახებ....ოლიმპიადაზე თუ გვეყოლება ვინმე,ან თუ გვაქვს შანსები მონაწილეობის სპორტის ამ სახეობაში

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107267
1035