ფეხბურთი

14:18 | 18.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლორიამ მოსკოვის "დინამოს" დამარცხებაში დიდი წვლილი შეიტანა (VIDEO)
"დინამო" (მოსკოვი) - "კრილია სოვეტოვი" 0:1

რუსეთის პრემიერლიგის 24-ე ტურში გიორგი ლორიას "კრილია სოვეტოვმა" მოსკოვში, "დინამოს" მეტად პრინციპული მატჩი მოუგო - 1:0. სამარელებმა გამარჯვების გოლი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გაიტანეს, თუმცა აქამდე საქმე არც მივიდოდა, რომ არა ლორიას დამაჯერებელი თამაში. ქართველმა კიპერმა თავისი გუნდი რამდენიმე ეპიზოდში გაშვებული გოლისგან იხსნა.

გიორგის გარჯა რუსულმა ინტერნეტპორტალმა championat.com-მაც დაუფასა, რომელმაც ქართველი ფეხბურთელს ათქულიანი შეფასებიდან, შვიდი დაუწერა.

შეგახსენებთ, ერთი კვირის წინ "კრილიამ" მეორე მოსკოვურ გუნდ "ლოკომოტივთან" არ წააგო (0:0) და იმ მატჩშიც ქართველი კიპერი კარგად გაისარჯა. რაც შეეხება "კრილია სოვეტოვს", 24 თამაშში 26 ქულა აქვს და გასავარდ ზონასთან ახლოს იმყოფება, თუმცა საგანგაშო მდგომარეობაშიც არაა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.117198