ფეხბურთი

10:35 | 16.04.2016 | ნანახია 2542 - ჯერ

რევიშვილი სასტარტოს დაუბრუნდა, ჭანტურიას გუნდს იმედი გაუჩნდა

გერმანიის II ბუნდესლიგის XXX ტურში მოიგო “დუისბურგმა” და არგავარდნის რეალური შანსი დაიტოვა. “ზებრებმა” შინ უშუალო კონკურენტ “მიუნხენ 1860”-ს აჯობეს (2:1). მასპინძელთა შორის ძირითად შემადგენლობაში იყო გიორგი ჭანტურია, თუმცა თავი არ გამოუჩენია და 70-ე წუთზე შეცვალეს. აღსანიშნავია, რომ “დუისბურგი” აგებდა და თამაში შემოატრიალა – გოლები კი ჭანტურიას მოედნიდან გასვლის შემდეგ გაიტანეს. ახლა გიორგის გუნდს 25 ქულა აქვს და მართალია, ისევ ბოლო პოზიციაზეა, მაგრამ არასაშიშ ზონას მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება.

რუსეთის პრემიერლიგაში 4 თამაშიანი უქმობის შემდეგ “მორდოვიას” ძირითად შემადგენლობას დაუბრუნდა ნუკრი რევიშვილი. მისმა გუნდმა კი შინ პერმის “ამკართან” მნიშვნელოვანი ქულა მოიპოვა (1:1). ნუკრიმ ორი სეივი შეასრულა. მასპინძელთა შორის ისევ თადარიგში გაატარა მთელი სათამაშო დრო მამუკა კობახიძემ. “მორდოვიას” 24 მატჩის შემდეგ 17 ქულა აქვს და გასავარდნ ზონაშია.

პოლონეთის ექსტრაკლასას საევროტურნირო ზონის პირველ ტურში ვლადიმერ დვალიშვილის “პოგონმა” სახლში ჩორზოვის “რუხს” ვერ მოუგო – 1:1. მასპინძლებმა ტაიმი წააგეს და მხოლოდ მეორე ნახევარში შეძლეს გოლის გაქვითვა. საქართველოს ნაკრების ექსფორვარდმა 46-ე წუთიდან ითამაშა. “პოგონს” 24 ქულით ევროპა ლიგის ადგილი, მე-3 პოზიცია უკავია.

ბელგიის II დვიზიონში მხოლოდ სამი წუთი დაუთმეს საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ფორვარდ ლევან შენგელიას. მისმა “ტუბიცემ” კი საკუთარ მოედანზე “ეუპენს” ვერ მოუგო (1:1). შენგელიას გუნდს 30 თამაშის მერე 54 ქულა აქვს და იუპერ ლიგაში გადმოსვლის რეალური შანსი გააჩნია.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

04:40 | 17.04.2016
araza-1918 (6330)

ჯიქიამ გაუტანა რევიშვილს რატომ არ წერთ

18:23 | 16.04.2016
paatabasket (1253)

აქ ავტორს დაავიწყდა აღნიშვნა რო პოგონმა დვალიშვილის პასის სემდეგ გაათანაბრა

14:23 | 16.04.2016
akhali (10761)

გიორგი ჯიქია,21წლის ამკარის მარცხენა ფლანგელი.არ იმსახურებს საქართველოს ნაკრების მწვრთნელთა,ფედერაციისგან ყურადღებას?..იქნებ მაისის ამხანაგურებზე გამოიძახოთ?რას ველოდებით?ბევრი გვყავს 21წლის ბიჭები ამ დონეზე მოთამაშე?გიორგი ჯიქიას ფოტო მაქვს ნანახი,სადაც საქართველოს დროშით მაისური აცვია.ასე რომ ქართველობს და...და იქნებ თურქეთში ,ირანში მოთამაშე ქართველები მოიძიოთ სასწრაფოდ!სასწრაფოდ,თორემ იწყება სექტემბერში კიდევ ერთი შესარჩევი,განვიცდით მაღალი დონის ფეხბურთელთა დეფიციტს!

0.064879