ჩოგბურთი

10:28 | 15.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერი და ნადალი “მონტე-კარლოს” მეოთხედფინალში გავიდნენ

“მონტე-კარლოს” მასტერსის 1/8-ფინალში როჯერ ფედერერმა რობერტო ბაუტისტა-აგუტი 6:2, 6:4 დაამარცხა. როჯერმა სამი ბრეიკი შეასრულა, ხოლო ესპანელმა ვერც ერთხელ შეძლო შვეიცარიელის ჩაწოდების აღება. როჯერი მეოთხედფინალში ჟო-ვილფრედ ცონგას შეხვდება.

რაფაელ ნადალმა ავსტრიელ დიმინიკ ტიემს 7:5, 6:3 აჯობა. შეხვედრა 2 საათსა და 4 წუთს გაგრძელდა, რაფამ 4 ბრეიკი შეასრულა, ხოლო ავსტრიელმა ორი.

ნადალი მეოთხედფინალში სტანისლას ვავრინკას დაუპირისპირდება.

“მონტე-კარლოს” მასტერსის საპრიზო ფონდი 3 748 925 დოლარს შეადგენს.

0.11527