ჩოგბურთი

18:31 | 13.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ნადალი “მონტე-კარლოს” მერვედფინალშია

“მონტე-კარლოს” 8-გზის ჩემპიონმა რაფაელ ნადალმა ტურნირის 1/16-ფინალში ბრიტანელი ბედენე 6:3, 6:3 დაამარცხა. შეხვედრა საათსა და 20 წუთს გაგრძელდა.

რაფამ 7-დან 5 ბრეიკი შეასრულა, 2 ეისი ჩააწოდა და ამდენივე ორმაგი შეცდომა დაუშვა.

1/8-ფინალში ნადალი ავსტრიელ დომინიკ ტიმს შეხვდება.

“მონტე-კარლოს” მასტერსის საპრიზო ფონდი 3 748 925 დოლარს შეადგენს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.062077