მეორე ბუნდესლიგაში სენსაციური მატჩი გამოცხვა, გიორგი ჭანტურიას “დუისბურგმა” მესამეაადგილოსან “ნიურნბერგს” სტუმრად 2:1 მოუგო. ჭანტურიას გუნდი ბოლო ადგილზეა, თუმცა გადარჩენის შანსი გაუჩნდა.
გიორგიმ შეუცვლელად ითამაშა და რამდენჯერმე გაამწვავა შეტევები, ეგაა, გოლი არ გაუტანია და საგოლე პასიც არ გაუკეთებია.
“ფრაიბურგმა” შინ 4:3 აჯობა “ზანქტ პაულის” და ლიდერობს. მასპინძელთა განაცხადში წლეულს პირველად გამოჩნდა ლუკას ჰუფნაგელი, თუმცა არ უთამაშია. შეგახსენებთ, ორი თვის წინ ჰუფნაგელს ვირუსი შეეყარა მძიმე ფორმებში.
იტალიის სერია ა-ში “ემპოლიმ” “ფიორენტინას” 2:0 სძლია და მე-12 ადგილზეა. ლევან მჭედლიძეს არ უთამაშია, სათადარიგო გახლდათ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ისეთი კალენდარი აქვთ არამგონია დარჩნენ.
ამ მაკარონეს დედდდდაააააც მოვხააანანანან ხო დაბერდა დაბერდა თითონ და შემცვლელი მჭედლიძეც ხო დააბერა სკამზე რაა
ვაააჰ მაგარი ვიცინე საღოლ
ესეთ გუნდში უნდა იყოს, რეალურად ამ ეტაპზე მაგის დონეა და მუდმივი სათამაშო პრაქტიკა აქვს.
ნორმალურად ითამაშა. ბურთს კარგად ინარჩუნებს და თუ ართმევენ, ძირითადად, წესების დარღვევით.
დღეს ერთი კარგი გამჭოლი საგოლე პასი გააკეთა, რასაც გოლიც მოჰყვა, მარა არ ჩათვალეს ოფსაიდის გამო.
მაგის გარდა, მეორე ტაიმში ერთი კარგი მომენტი ჰქონდა, საჯარიმოს წინ მცველს გაცდა და წაიქცა. მართალია ამით ის ფეხბურთელი გააგდებინა მსაჯს, მაგრამ შეეძლო არ წაქცეულიყო. რომ შეეკავებინა თავი, შეაგდებდა..
არაუშავდა მარა ისეთ გუნდშია რო პასი რო მისდის მიკვირს ხოლმე. დაცვიდა ბურთის ჭკვიანურ ამოტანაზეც კი ზედმეტია ლაპარაკი მაგრამ მე მგონია ერთი წელი დაცვითი ფეხბურთი რო ითამაშოს და ისეც მეორე ბუნდესლიგაში მისთვის კაი ცხოვრებისეული გამოცდილება იქნება ყოველ შემთხვევაში მე ეს ვხედავ რო ამოდის ჭაობიდან(საფეხბურთო) ნელა ნელა