კალათბურთი

16:19 | 10.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ცინცაძის “რუენი” ბოლოსწინა ადგილზე რჩება

გიორგი ცინცაძის “რუენს” საფრანგეთის უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება ძალიან გაუჭირდება. რუენელებმა 28-ე ტურში შინ “შალონთან” 80:98 წააგეს და მხოლოდ 5 მოგებით ბოლოსწინა მე-17 ადგილზე რჩებიან.

გასული შეხვედრის ბედი პირველივე ტაიმში გადწყდა, რომელიც მასპინძლებმა 15 ქულის სხვაობით დათმეს. ცინცაძემ მოედანზე 17 წუთი გაატარა და 2 ქულა, 1 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.

გიორგიმ 2 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი ააცილა, ერთხელ დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 4-ჯერ დაირღვა.

“რუენი” მომდევნო მატჩს 16 აპრილს სტუმრად “ლე მანთან” გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091564