ფეხბურთი

1:59 | 10.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

კეროლის ბენეფისი “ბოლეინ გრაუნდზე”

ინგლისის ჩემპიონატის 33-ე ტური “ბოლეინ გრაუნდზე” გამართული შესანიშნავი შეხვედრით გაიხსნა. ადგილობრივი “ვესტ ჰემი” ლონდონურ დერბიში “არსენალს” დაუხვდა და უხვგოლიან მატჩში შინ ქულა გაატანა.

ტაიმის ბოლომდე სტუმრები მესუთ ოზილისა და ალექსის სანჩესის გოლებით კომფორტული სხვაობით იგებდნენ, თუმცა შესვენებამდე წამებით ადრე, ორწუთიან მონაკვეთში ენდრიუ კეროლმა ორი ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა და ტაიმი ფრედ 2:2 დასრულდა.

მეორე ტაიმიც კეროლის მშვენიერი თამაშით დაიწყო და 52-ე წუთზე უკვე ჰეთ-თრიკის შესრულება მოახერხა. კეროლის ბენეფისის მიუხედავად, მასპინძლებმა საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანეს და ზედიზედ მესამე ფრე გააგორეს. თანაც, ამ მატჩებში “ჩაქუჩები” იგებდნენ და შეხვედრის ბოლოსკენ უშვებდნენ გოლს. 70-ე წუთზე წონასწორობა ლორან კოშელნიმ აღადგინა და როგორც ოციოდე წუთში გაირკვა, საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3:3. რეზულტატი, რომელიც რეალურად არცერთ გუნდს არ აწყობდა. “არსენალმა” საჩემპიონო ოცნება ალბათ საბოლოოდ შეწყვიტა, ხოლო “ვესტ ჰემმა” ჩემპიონთა ლიგაზე ფიქრი.

გაჭირვებით მოიგო “მანჩესტერ სიტიმ”, რომელიც საკუთარ მოედანზე შეხვედრის დებიუტში “ვესტ ბრომვიჩთან” აგებდა, მაგრამ სერხიო აგუეროსა და სამირ ნასრის გოლებით იმარჯვა და თანაქალაქელ “იუნაიტედს” 4 ქულით გაუსწრო, რომელიც დღეს “ტოტენჰემს” გასვლაზე ეთამაშება და დიდი შანსია, ქულები დაკარგოს.

2016 წელს პრემიერლიგაში პირველად წააგო “ჩელსიმ”. ლონდონელებს ბოლო შეხვედრა გასული წლის 15 დეკემბერს წაეგოთ “ლესტერთან”, როდესაც მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო იყო. “არისტოკრატებმა” გუს ჰიდინკის ხელმძღვანელობით პირველი შეხვედრა გასვლაზე “სუონსისთან” დათმეს. ერთადერთი გოლი 25-ე წუთზე გილფი სიგურდსონმა გაიტანა – 1:0.

ჩემპიონშიფის საგზური ოფიციალურად გაიფორმა “ასტონ ვილამ”. ბირმინგემელებმა საკუთარ მოედანზე “ბორნმუთთან” წააგეს და ჩემპიონატის დასრულებამდე 5 ტურით ადრე მე-17 ადგილოსან “ნორვიჩს” 15 ქულით ჩამორჩებიან, რომელმაც გუშინ სტუმრად “კრისტალ პალასთან” წააგო.

მძიმე მდგომარეობაშია რაფაელ ბენიტესის გაწვრთნილი “ნიუკასლი”, რომელმაც ამჯერად “საუთჰემპტონთან” დათმო საგარეო მატჩი. “ჯორდები” “ნორვიჩს” 6 ქულით ჩამორჩებიან, თუმცა შეხვედრით ნაკლები აქვთ ჩატარებული.

დღის კიდევ ერთი მატჩი “ვიკარეიჯ როუდზე” გაიმართა, სადაც “უოტფორდმა” და “ევერტონმა” გაიყვეს ქულები. ორივე ბურთი პირველი ნახევრის კომპენსირებულ დროში გავიდა: ჯერ მაკკარტიმ გაიტანა, ხოლო ორ წუთში ჰოლებასმა გაათანაბრა – 1:1.

ვესტ ჰემი – არსენალი 3:3 (2:2)

ლონდონი, “ბოლეინ გრაუნდი”

ვესტ ჰემი (3-4-2-1): ადრიანი, ტომკინსი (ემენიკე 46), რიდი, ოგბონა, კრესველი, ანტონიო, ნობლი, კუაიტე, ლანცინი, პაიე, კეროლი.
მწვრთნელი: სლავენ ბილიჩი

არსენალი (4-2-3-1): ოსპინა, კოშელნი, პაულისტა, მონრეალი, ბელერინი, ელნენი (ჟირუ 68), კოკლენი (რემსი 61), ოზილი, სანჩესი, ივობი, უელბეკი (უოლკოტი 81).
მწვრთნელი: არსენ ვენგერი

გოლები: 0:1 ოზილი (18), 0:2 სანჩესი (35), 1:2;2:2;3:2 კეროლი (44;45+2;52), 3:3 კოშელნი (70)
გაფრთხილებები: კეროლი, ანტონიო
მსაჯი: კრეიგ პაუსონი

ასტონ ვილა – ბორნმუთი 1:2 (0:1)

ბირმინგემი, “ვილა პარკი”

ასტონ ვილა (4-4-1-1): გუზანი, კლარკი, ლესკოტი, ბაკუნა, სისოხო, ვესტვუდი, ლიდენი (ჟესტედი 46), სინკლერი (ტრაორე 71), რიჩარდსონი (გრელიში 84), გაიე, ჯ.აიუ.
მწვრთნელი: ე.ბლექი

ბორნმუთი (4-4-2): ბორუცი, ელპჰიკი, კუკი, დანიელსი, ფრანცისი, სურმანი, გოსლინგი, გრადელი (პუგი 58), რიტჩი, გრებანი (მაკდონალდი 87), კინგი (უილსონი 92).
მწვრთნელი: ედი ჰაუ

გოლები: 0:1 კუკი (45+2), 0:2 კინგი (74), 1:2 ჯ.აიუ (85)
გაფრთხილებები: გაიე, ჯ.აიუ – კუკი, დანიელსი
მსაჯი: მარტინ ატკინსონი

კრისტალ პალასი – ნორვიჩი 1:0 (0:0)

ლონდონი, “შელჰარსტ პარკი”

კრისტალ პალასი (4-2-3-1): ჰენესი, დელანი, დანი, სუარე, იარდი, იედინაკი, კაბაიე, საკო (ზაჰა 65), პანჩონი (ლედლი 76), ბოლასი, გაილი (ვიკჰემი 79).
მწვრთნელი: ალან პარდიუ

ნორვიჩი (4-4-1-1): რადი, კლოზე (ბასონგი 40), ბენეტი, უისდომი, ოლსონი, ჰაუსონი, ო’ნილი, ბრედი, იარვისი (რედმონდი 76), ნეისმიტი (ბემფორდი 66), მბოკანი.
მწვრთნელი: ალექს ნილი

გოლი: პანჩონი (68)
გაფრთხილებები: ბოლასი, იედინაკი – კლოზე
მსაჯი: მაიკლ ოლივერი

საუთჰემპტონი – ნიუკასლი 3:1 (2:0)

საუთჰემპტონი, “სენტ მერი სთედიუმი”

საუთჰემპტონი (4-2-3-1): ფორსტერი, ვან დეიკი, ფონტე, მარტინა, ბერტრანი, კლასი (რომეუ 77), ვანიამა, მანე, ტადიჩი (ჯ.როდრიგესი 84), ლონგი (უარდ-პროუსი 60), პელე.
მწვრთნელი: რონალდ კუმანი

ნიუკასლი (4-2-3-1): დარლოუ, მბემბა, ს.ტეილორი (ლასკელესი 46), ანიტა, ჯანმაატი (ს.დე იონგი 40), შელვი, სისოკო, ა.პერესი (სისე 70), ვეინალდუმი, თაუნსენდი, მიტროვიჩი.
მწვრთნელი: რაფაელ ბენიტესი

გოლები: 1:0 ლონგი (4), 2:0 პელე (38), 3:0 ვანიამა (55), 3:1 თაუნსენდი (65)
მსაჯი: რობერტ მედლი

სუონსი – ჩელსი 1:0 (1:0)

სუონსი, “ლიბერთი სთედიუმი”

სუონსი (4-2-3-1): ფაბიანსკი, უილიამსი, ფერნანდესი, ნ.ტეილორი, რანხელი, კორკი, ფერი, სიგურდსონი, მონტერო (ნოუტონი 85), ა.აიუ (რუტლიჯი 67), პალოსკი (გომისი 75).
მწვრთნელი: ფრანჩესკო გვიდოლინი

ჩელსი (4-2-3-1): ბეგოვიჩი, მიაზგა (კენედი 46), ივანოვიჩი, აზპილიკუეტა, ბაბა, მიკელი, ფაბრეგასი, ოსკარი, პედრო, ლოფტუს-ჩიკი (ფალკაო 76), პატო (ბ.ტრაორე 64).
მწვრთნელი: გუს ჰიდინკი

გოლი: სიგურდსონი (25)
გაფრთხილებები: რანხელი, ნ.ტეილორი, პალოსკი, უილიამსი, ფერი – აზპილიკუეტა, მიაზგა, პედრო, ფაბრეგასი
მსაჯი: ანდრე მარინერი

უოტფორდი – ევერტონი 1:1 (1:1)

უოტფორდი, “ვიკარეიჯ როუდი”

უოტფორდი (4-4-2): გომეში, ბრიტოსი, კეტკარტი, პარედესი, ჰოლებასი, კაპუ (მ.სუარესი 82), უოტსონი, ხურადო (ამრაბატი 59), ბეჰრამი (გედიურა 46), დინი, იგალო.
მწვრთნელი: კიკე სანჩეს ფლორესი

ევერტონი (4-2-3-1): რობლესი, იაგიელკა (მორი 90), სტოუნზი, კოულმენი, ბეინსი, ბერი, მაკკარტი, ბარკლი (კლევერლი 65), დეულოფეუ (მირალაში 78), ლენონი, ლუკაკუ.
მწვრთნელი: რობერტო მარტინესი

გოლები: 0:1 მაკკარტი (45+1), 1:1 ჰოლებასი (45+3)
გაფრთხილებები: კაპუ, იგალო – მაკკარტი
მსაჯი: კევინ ფრენდი

მანჩესტერ სიტი – ვესტ ბრომვიჩი 2:1 (1:1)

მანჩესტერი, “ეტიჰად სთედიუმი”

მანჩესტერ სიტი (4-4-2): ჰარტი, მანგალა, ოტამენდი, ზაბალეტა, კოლაროვი, დელფი (ტურე 60), ფერნანდო, ნავასი, ნასრი, ბონი (დე ბრუინი 60), აგუერო (კლიში 90).
მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი

ვესტ ბრომვიჩი (4-2-3-1): ფოსტერი, ევანსი, მაკოლი, დოუსონი, ჩესტერი, სანდრო, დ.ფლეტჩერი, სესენიონი (ლეკო 80), ბერაჰინო, მაკკლინი, რონდონი (გარდნერი 21).
მწვრთნელი: ტონი პულისი

გოლები: 0:1 სესენიონი (6), 1:1 აგუერო (19 პენ.), 2:1 ნასრი (66)
გაფრთხილებები: გარდნერი
მსაჯი: მაიკ ჯონსი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.184699