ფეხბურთი

17:08 | 9.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

"ტრაბზონსფორი" ქვილითაიას აკვირდება

თურქული "ტრაბზონსფორი" გიორგი ქვილითაიას აკვირდება და შესაძლოა, ზაფხულში გადაიყვანოს. 22 წლის ქვილითაია საქართველოს მიმდინარე ჩემპიონატში საუკეთესო ბომბარდირია 17 გოლით. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

თბილისის "დინამოს" ფორვარდი წლეულს პირველად გამოიძახეს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში- ყაზახეთთან მატჩისთვის.

"ტრაბზონსფორს" რაც შეეხება,როგორც იცით, სეზონის დასაწყისში შოთა არველაძე წვრთნიდა, ხოლო მისი ასისტენტი გიორგი დევდარიანი გახლდათ. "ტრაბზონსფორი" თურქეთში მეათე ადგილზეა, გუნდს ჰამი მანდირალი წვრთნის.

0.116354