კალათბურთი

20:45 | 6.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

უილიამსს სამმაგ დუბლამდე ორი მოხსნა დააკლდა

თითქმის ორკვირიანი შესვენების შემდეგ განახლდა კალათბურთში ,,ა“ ლიგის ჩემპიონატი, რომლის მონაწილე გუნდებიც სუპერლიგის ერთადერთი საგზურისათვის იბრძვიან.
დღეს პირველ შეხვედრაში ერთმანეთს ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერი ,,კაქტუსი“ და მესამე ადგილზე მყოფი ,,წყალტუბო“ დაუპირისპირდნენ. ,,კაქტუსმა“ პირველ მეოთხედშივე შეძლო დიდი უპირატესობის მოპოვება და ანგარიშით 24:10 დაწინაურდა. საბოლოოდ, მათ მეტოქე 85:72 დაამარცხეს და ერთპიროვნული ლიდერობა შეინარჩუნეს.
,,კაქტუსის“ გამარჯვებაში გამორჩეული წვლილი ამერიკელმა ლეგიონერმა უკანახაზელმა დენიელ უილიამსმა შეიტანა, რომელმაც 13 ქულა, 11 პასი, 8 მოხსნა დააგროვა და სამმაგ დუბლამდე ორი მოხსნა დააკლდა. მისი თანაგუნდელებიდან ყველაზე შედეგიანი უკანახაზელი ვახტანგ ბააკაშვილი იყო, რომლის ანგარიშზეც 19 ქულაა.
შეხვედრის ბომბარდირი 20 ქულით სტუმართა გუნდის უკანახაზელი ირაკლი მაცაბერიძე გახდა. მისმა თანაგუნდელებმა ფორვარდმა გუჯა ბირკაიამ (13 ქულა, 13 მოხსნა) და ცენტრალურმა თავდამსხმელმა ოლექსანდრ რიხლიუკმა (15 ქულა, 10 მოხსნა) კი ორმაგი დუბლი შეასრულეს.


"კაქტუსი"-"წყალტუბო" 85:72 (24:10, 7:17, 28:24, 26:21)

0.11754