თამაშგარე

10:35 | 3.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

დანიელა, ხამესი და კოტრიალი

საქართველოში ის დრო დადგა, როდესაც სანამ სექსსა და თავდავიწყებას მიეცემოდე, ჯერ ოთახის კედლებს უნდა მოავლო თვალი, მავან მოთვალთვალეებს მიესალმო, მდაბლად თავი დაუკრა, ტანსაცმელი მორცხვად შემოიძარცვო და მხოლოდ ამის შემდეგღა იმოქმედო სიტუაციისდა შესაბამისად.

ხამეს როდრიგესის გადარეული ცოლი, დანიელა ოსპინა, როგორც ჩანს საერთოდ არაა გარკვეული ქართულ რეალობაში, რადგან იძახის, ქმართან გაშორებას არ ვაპირებ, ხამესთან ძველებურად დიდი და ქარიშხლიანი სიყვარული მაკავშირებს და ვისაც ეს არა გჯერათ, ჩვენს საძინებელში ვიდეოკამერას დავაყენებ და ნახავთ იქ რა დიადი ამბებიც მოხდებაო.

დიად ამბებზე რა გითხრათ, მაგრამ ისე დანიელა ოსპინას შემხედვარე კაცი ნამდვილად “მოიწონებდა” თავს იმ საძაგელ მოთვალთვალეთა წინაშე. მე თქვენ გეტყვით და გაუკვირდებათ – დანიელა ოსპინას რატომ აბურთავებო. რაც მაგათ ბურთაობა და კოტრიალი უნახავთ, იმ ჩანჩურა ხამესს ვერც კი დაესიზმრება.

0.175153