ჩოგბურთი

12:53 | 31.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩმა ბერდიხის ბარიერი იოლად გაიარა

“მაიამის” მასტერსის მეოთხედფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩმა ტომაშ ბერდიხი იოლად 6:3, 6:3 დაამარცხა. შეხვედრა საათსა და 41 წუთს გაგრძელდა. ნოლემ 2 ეისი ჩააწოდა და 10 შესაძლებლობიდან 4 ბრეიკი შეასრულა. ბერდიხმა ვერც ერთი ეისი ვერ მოაწოდა და 5 ორმაგი შეცდომა დაუშვა.

ტურნირის ნახევარფინალში სერბი ბელგიელ დავიდ გოფინს შეხვდება. ურთიერთშეხვედრებში ნოვაკი გოფინს 3:0 ამარცხებს.

“მაიამის” მასტერსის საპრიზო ფონდი 6 844 139 მილიონს შეადგენს.

0.117274