ფეხბურთი

20:00 | 30.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

თეთრაძე “ენისეიდან” წავიდა, მაგრამ მიბრუნდა

ომარ თეთრაძე სამი დღის წინ გადადგა რუსეთის პირველდივიზიონელი “ენისეის” მწვრთნელობიდან, მაგრამ ისევ დაუბრუნდა პოსტს. მას კლუბის ხელმძღვანელებმა და ფეხბურთელებმა სთხოვეს დარჩენა.

“ომარ თეთრაძე დღეს ვარჯიშზე მოვიდა და ჩვეულებრივ იმუშავა. დღეს ვარჯიშზე ვიყავი, ფეხბურთელებსაც ვესაუბრე და ისინი მზად არიან, დასახულ მიზანს მიაღწიონ” – განაცხადა “ენისეის” დირექტორმა ვლადიმირ ევტუშენკომ.

თეთრაძის გუნდი პირველ დივიზიონში მეათე ადგილზეა.

0.116343