ჩოგბურთი

13:29 | 30.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩი ბერდიხს შეხვდება

“მაიამის” მასტერსის 1/8-ფინალში სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ავსტრიელი დომინიკ ტიმი 6:3, 6:4 დაამარცხა. შეხვედრა საათსა და 51 წუთს გაგრძელდა. ნოვაკმა ორი ეისი ჩააწოდა და 9 ორმაგი შეცდომა დაუშვა. ბალკანელმა 6-დან 3 ბრეიკი შეასრულა.

ნოლე ტურნირის მეოთხედფინალში ჩეხ ტომაშ ბერდიხს დაუპირისპირდება. ურთიერთშეხვედრებში ჯოკოვიჩი ბერდიხს 22:2-ს ამარცხებს. შეხვედრა 31 მარტს თბილისის დროით 05:00 საათზეა ჩანიშნული.

0.125663