ჩოგბურთი

19:31 | 28.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩი “მაიამის” მასტერსის მერვედფინალშია

“მაიამის” მასტერსის 1/16-ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩმა პორტუგალიელი ჯოაო სოუზა 6:4, 6:1 დაამარცხა. მატჩი საათსა და 18 წუთს გაგრძელდა. ნოლემ 9 ეისი ჩააწოდა, 4 ორმაგი შეცდომა დაუშვა. სერბმა 12 შესაძლებლობიდან 6 ბრეიკი შეასრულა.

ტურნირის 1/8-ფინალში ნოლე მსოფლიო რეიტინგის მე-14 ნომერს ავსტრიელ დომინიკ ტიმს დაუპირისპირდება. ურთიერთშეხვედრებში ნოვაკი 1:0 იგებს.

“მაიამის” მასტერსის საპრიზო ფონდი 6 844 139 ამერიკულ დოლარს შეადგენს.

0.113037