ძიუდო

15:28 | 25.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

თბილისის გრან პრი: ოქროს და ორი ბრინჯაოს შანსი

66 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველი ძიუდოისტი ვაჟა მარგველაშვილი თბილისის გრან პრის ფინალშია. ამირან პაპინაშვილი (60 კგ) და მარიამ ჯანაშვილი (52 კგ) კი ბრინჯაოს მედლებისთვის იჭიდავებენ.

მარგველაშვილმა დილის პროგრამაში საუდის არაბეთის ნაკრების წევრი სულეიმან ჰამადი, უკრაინის სახელით მოჭიდავე გიორგი ზანთარაია, თურქი სინან შანდალი და ებრაელი ტალ ფლიკერი ჩამოიშორა. ფინალში კი იტალიელ ფაბიო ბასილეს დაეჭიდება.

პაპინაშვილმა ძირითად ბადეში გამოსვლა მეოთხედფინალში დაასრულა, ყირგიზეთის ნაკრების წევრ ოთარ ბესტაევთან წაგებით. იქამდე უკრაინელი დენის ბილიჩენკო ჩამოიშორა. რეპეშაჟის ნახევარფინალში კი ბულგარელ იანისლავ გერჩევს აჯობა და ბრინჯაოს მედლისთვის საქართველოს ნაკრების ყოფილ წევრს, ამჟამად თურქეთის და ბექირ ოზლუს სახელით მოჭიდავე ბეთქილ შუკვანს შეხვდება.

ჯანაშვილმა ყაზახი გოხარ ტურმახანოვას, უკრაინელი დარია სკრიპნიკისა და ბრაზილიელი ერიკა მირანდას ძლევის შემდეგ, ნახევარფინალში ებრაელ ჯილი კოენთან წააგო. "ბრინჯაოს ფინალში” კი სამხრეთკორეელ მი-რი კიმს დაუპირისპირდება.

დღესვე, თბილისის სპორტის ახალი სასახლის ტატამზე საქართველოს დროშის ქვეშ ლუხუმ ჩხვიმიანმა, ირაკლი კუპატაძემ, ივანე ჯავახიშვილმა (სამივე 60 კგ), ბექა შავდათუაშვილმა, გიორგი გუგულაშვილმა, გელა კელიხაშვილმა (სამივე 66 კგ) და მარიამ ციხელაშვილმაც (57 კგ) იჭიდავეს, მაგრამ ტურნირს საწყისი ეტაპიდანვე გამოეთიშნენ.

16:30 საათზე გრან პრის ოფიციალური გახსნის ცერემონიალი გაიმართება. ფინალური ბლოკის შეხვედრები კი 17:00 საათიდან დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113299