ფეხბურთი

22:46 | 24.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ლაციო” ტორესით დაინტერესდა

რომის “ლაციო” 32 წლის ფერნანდო ტორესით დაინტერესდა, რომელიც “მილანის” საკუთრებაა და ამჟამად “ატლეტიკოშია” იჯარის წესით განათხოვრებული. როგორც Football Italia იტყობინება, “ლაციო” ფეხბურთელის გადაბირებას ზაფხულში შეეცდება.

წყაროს ცნობით, “ლაციო” ტორესით მიროსლავ კლოზეს ჩანაცვლებას აპირებენ, რადგან სეზონის ბოლოს, დიდი ალბათობით, კლოზე გუნდიდან მიდის.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.059516