ნოვაკ ჯოკოვიჩმა “ინდიან-უელსის” ფინალში მილოშ რაონიჩი 6:2, 6:0 დაამარცხა და კარიერაში მასტერსის 27-ე ტურნირი მოიგო, რითაც რაფაელ ნადალს გაუტოლდა.
აღნიშნული ტურნირის მოგებით ჯოკოვიჩი გახდა მეორე მოთამაშე, ვინც ზედიზედ სამი წლის განმავლობაში ერთსა და იმავე ექვს ტურნირს იგებს. (“ინდიან-უელსი”, დუბაი, “ბეიჯინგი”, “პარიზი”, “ავსტრალიის ღია პირველობა”, “წლის შემაჯამებელი ტურნირი”). მსგავსი შედეგი როჯერ ფედერერს აქვს დაფიქსირებული (“ინდიან-უელსი”, “დუბაი”, “ჰალე”, “ბაზელი”, “უიმბლდონი”, “ამერიკის ღია პირველობა”.