ფეხბურთი

15:52 | 21.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ნოდარ ახალკაცი ფიფა-ს დელეგაციაში

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ნოდარ ახალკაცი, რომელიც უეფა-ში და ფიფა-ში საქმიანობს, ამჯერად ტაჯიკეთში იმყოფება და მისი მიზანი ტაჯიკეთში ფეხბურთის განვითარებისთვის საჭირო პროექტების გაცნობაა.

დელეგაციაში ხუთი პიროვნებაა და მათ შორის ახალკაციც. ტაჯიკეთი, როგორც იცით, აზიის კონფედერაციის წევრია და წარმატებით ვერ დაიკვეხნის, იქ ფეხბურთი ისეთი განვითარებული ვერ არის, როგორც შუა აზიის სხვა ქვეყნებში – ყაზახეთსა და უზბეკეთში. თუმცა მრავალწლიანი სტრატეგიული გეგმა შეიმუშავეს და ფიფა-ც გვერდში უდგათ.

შეგახსენებთ, ნოდარ ახალკაცი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახლდათ 2005-2009 წლებში, ბოლო წლებში უეფა-სა და ფიფა-ში მუშაობს და ხშირად ევროტურნირების მნიშვნელოვან მატჩებზე ნიშნავენ დელეგატად.

0.116727