ჰოლანდიის ჩემპიონატში "ვიტესმა" სტუმრად 3:0 აჯობა "გრონინგენს". ერთი გოლი ვაკო ყაზაიშვილმა გაიტანა, კერძოდ, (VIDEO) 78-ე წუთზე მარჯვნიდან მიიღო პასი და ხელს არავინ უშლიდა, მეკარეს ზუსტად დაურტყა. საინტერესოა, რომ ვაკო 70-ე წუთზე შევიდა მინდოზე, როცა ანგარიში ჯერ 0:0 იყო.
ეს ვაკოს მეცხრე გოლია ერედივიზიონის მიმდინარე სეზონში და "ვიტესში" ყველაზე შედეგიანია.
რაც შეეხება გურამ კაშიას, მან შეუცვლელად ითამაშა და მარჯვენა ფლანგიდან ისევ დაცვის ცენტრში გადმოსწიეს. კაშიამ ბოლოს საგოლე პასი გაუკეთა სოლანკეს, რითაც 0:3 (VIDEO) გახდა ანგარიში. "ვიტესი" მეშვიდე ადგილზეა.
რუსეთში "რუბინი"-"მორდოვია" 1:1 დასრულდა. ყაზანელთაგან სოლომონ კვირკველიამ 90 წუთი ითამაშა, ხოლო "მორდოვიაში" ქართველები (ნუკრი რევიშვილი, მამუკაკობახიძე) არ გამოჩენილან. რევიშვილი სათადარიგო იყო. "რუბინი" მეცხრე ადგილზეა,ხოლო "მორდოვია" ბოლოსწინაზე.
"კრილია"-"ზენიტი" 0:2 დასრულდა. წაგებულთა შორის გიორგი ლორია ცუდად არ გარჯილა. არტიომ ძიუბამ ერთი-ერთზე გასვლისას გაუტანა, ხოლო ჰალკმა - პენალტი (VIDEO).