ფეხბურთი

4:20 | 20.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ატლეტიკო” დანებდა

ლა ლიგაში 30-ე ტურის შემდეგ საჩემპიონო ინტრიგა საბოლოოდ მოკვდა. მე-2 ადგილოსანი მადრიდის “ატლეტიკო” მოულოდნელად, გასვლაზე “ხიხონთან” დამარცხდა და იმ შემთხვევაში, თუ დღეს “ბარსელონა” იმარჯვებს, კლუბებს შორის სხვაობა 11 ქულამდე გაიზრდება.

დიეგო გოდინის გარეშე მოთამაშე “ატლეტიკო” დაცვაში ძალიან სუსტად გამოიყურებოდა და მასპინძლებს გოლის გატანის კიდევ რამდენიმე ძალიან რეალური შანსი ჰქონდათ, მაგრამ საოცარი მომენტები გაანიავეს.

“როხიბლანკომ” პირველი ნახევარი ანტუან გრიზმანის მშვენიერი ჯარიმით მოიგო. მეორე ტაიმში კი, მასპინძლები გააქტიურდნენ და რამდენიმე გაცუდებული შანსის შემდგომ, 79-ე წუთზე სანაბრიამ საჯარიმო დარტყმიდან გაათანაბრა, ხოლო 89-ე წუთზე მადრიდელთა დაცვა ჩავარდა, რითაც კარლოს კასტრომ ისარგებლა, რომელსაც ცარიელ კარში ხონათანმა გაატანინა – 2:1

ზედიზედ მესამე საგარეო მატჩი მოიგო “ლას პალმასმა”, რომელმაც ვილიან ჟოზეს გოლით “ანოეტაზე” “სოსიედადს” აჯობა.

ხანგრძლივი მოუგებელი სერია შეწყვიტა “დეპორტივომ”. გალისიელებმა შინ ბოლო ადგილოსანი “ლევანტე” დაამარცხეს და მე-10 ადგილამდე აღზევდნენ.

ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო “მალაგამ”, რომელმაც ანდალუსიურ დერბიში გასვლაზე “ბეტისი” დაამარცხა კამაჩოს გოლით, ხოლო “გრანადამ” და “რაიო ვალეკანომ” “ლოს კარმენესზე” გაიყვეს ქულები.

ხიხონი – ატლეტიკო 2:1 (0:1)

ხიხონი, “ელ მოლინონი”

ხიხონი (4-3-3): კუელარი, მერე, ლ.ერნანდესი, ლორა, ი.ლოპესი, მასკარელი (კ.კასტრო 56), ს.ალვარესი, კასესი, პ.პერესი (კარმონა 69), ხონათანი, სანაბრია (აიტ-ატმანე 92).
მწვრთნელი: აბელარდო ფერნანდესი

ატლეტიკო (4-1-4-1): ობლაკი, პ.ერნანდესი, ხიმენესი, გამესი, ლუისი, კრანევიტერი, კოკე, საული, გრიზმანი (ფ.ტორესი 63), კორეა (გაბი 58), ვიეტო (ხუანფრანი 78).
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

გოლები: 0:1 გრიზმანი (29), 1:1 სანაბრია (79), 2:1 კ.კასტრო (89)
გაფრთხილებები: სანაბრია, ს.ალვარესი, მერე, პ.პერესი, კასესი – გამესი, ხუანფრანი
მსაჯი: ხესუს ხილ მანსანო

გრანადა – რაიო ვალეკანო 2:2 (1:1)

გრანადა, “ლოს კარმენესი”

გრანადა (4-4-2): ა.ფერნანდესი, რ.კოშტა, ბაბინი, ბირაგი, ფოლქიერი, დაკური (კრინი 51), რ.პერესი, როჩინა, კუენკა (მენდეში 79), ელ არაბი (პენარანდა 85), საკსესი.
მწვრთნელი: ხოსე გონსალესი

რაიო ვალეკანო (4-2-3-1): ხ.კარლოსი, კრესპო, ზე კასტრო, ქუინი (ოზბილისი 72), ტიტო, იტურა (მანუჩო 56), ტრაშორასი, პიტი (ბებე 39), ემბარბა, პ.ერნანდესი, მიკუ.
მწვრთნელი: პაკო ხემესი

გოლები: 1:0;2:1 ელ არაბი (11;54 პენ.), 1:1 პ.ერნანდესი (45+2), 2:2 ზე კასტრო (87)
გაფრთხილებები: საკსესი, რ.კოშტა – კრესპო, ქუინი, ხ.კარლოსი, ზე კასტრო, ემბარბა
გაძევება: საკსესი (70)
მსაჯი: ალეხანდრო ერნანდესი

სოსიედადი – ლას პალმასი 0:1 (0:1)

სან-სებასტიანი, “ანოეტა”

სოსიედადი (4-2-3-1): რული, ი.მარტინესი, დ.რეიესი, ელუსტონდო (კ.მარტინესი 73), ბერჩიჩი, პარდო (გრანერო 77), ილარამენდი, პრიეტო (ზურუტუზა 62), ველა, ოიარზაბალი, ჯონათასი.
მწვრთნელი: ეუსებიო საკრისტანი

ლას პალმასი (4-1-4-1): ვარასი, ლემოსი, აიტამი, დ.გარსია, გარიდო, მესა, ტანაუსუ (მონტორო 78), ვიერა, ელ ჟარი (პერდომო 74), მომო (კასტელიანო 87), ვ.ჟოზე.
მწვრთნელი: კიკე სეტიენი

გოლი: ვ.ჟოზე (39)
გაფრთხილებები: ილარამენდი, ი.მარტინესი, ელუსტონდო, ზურუტუზა – გარიდო, დ.გარსია, ლემოსი, ტანაუსუ, მესა
მსაჯი: მატეუ ლაოსი

მე-13 წუთზე ვიერამ პენალტი ვერ გაიტანა

დეპორტივო – ლევანტე 2:1 (1:0)

ლა კორუნია, “რიასორი”

დეპორტივო (4-2-3-1): ლუქსი, არიბასი, ფ.ნავარო, ლუისინიო, ხუანფრანი, ბორგესი, მოსკერა, კანი (კარტაბია 66), ლ.ალბერტო, ფაჟრი (რიერა 83), ლ.პერესი (ბერგენტინოსი 88).
მწვრთნელი: ვიქტორ სანჩესი

ლევანტე (4-4-2): მარინიო, ფედალი, მედჯანი, ლერმა, ხუანფრანი (კუერო 87), ვერზა, სიმაო, ვერდუ, მორალესი (რ.გარსია 81), როსი (კასადედუსი 77), დეივერსონი.
მწვრთნელი: რუბი

გოლები: 1:0 ლ.ალბერტო (43), 1:1 როსი (50), 2:1 მარინიო (85 ს.კ.)
გაფრთხილებები: რიერა, ლ.ალბერტო – ლერმა, სიმაო, ვერზა
მსაჯი: ვიკანდი გარიდო

ბეტისი – მალაგა 0:1 (0:0)

სევილია, “ბენიტო ვილამარინი”

ბეტისი (4-4-2): ადანი, პაცელა, ვესტერმანი, მონტოია (ფ.რუისი 87), ვარგასი, ნ’დიაიე, სებალიოსი, მუსონდა, კადირი (ხოაკინი 71), დამიაო (მოლინა 64), რ.კასტრო.
მწვრთნელი: ხუან მერინიო

მალაგა (4-4-2): ოჩოა, ველიგტონი, ალბენტოსა, როსალესი, მ.ტორესი, კამაჩო, რესიო, ჩ.კასტრო (ხ.კარლოსი 66), ხუანპი (ატსუ 91), ჩოპი (ფორნალსი 74), ჩარლესი.
მწვრთნელი: ხავი გრასია

გოლი: კამაჩო (82)
გაფრთხილებები: პაცელა, მონტოია, მოლინა – ალბენტოსა, ჩ.კასტრო
მსაჯი: კლოს გომესი

თეგებილა ლიგა
0.125953