ჩოგბურთი

17:35 | 17.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩი და ნადალი “ინდიან-უელსის” მეოთხედფინალში გავიდნენ

“ინდიან-უელსის” მასტერსის მერვედფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩმა ფელისიანო ლოპესი იოლად ორ სეტში 6:3, 6:3 დაამარცხა. შეხვედრა საათსა და 7 წუთს გაგრძელდა. ნოლემ სამი ბრეიკი შეასრულა, ხოლო ესპანელმა ვერც ერთი. სერბი 1/4-ფინალი ჟო-ვილფრედ ცონგას შეხვდება.

შედარებით რთული შეხვედრა გამოუვიდა რაფალე ნადალს, რომელმაც ალექსანდრ ზვერევს 6:7, 6:0, 7:5 აჯობა. შეხვედრა 2 საათსა და 36 წუთს გაგრძელდა. პირველი სეტის ტაიბრეიკი ესპანელმა 8:10 წააგო. მეორე სეტი რაფამ იოლად გაიარა, მესამე გადამწვეტ პარტიაში 5:3-ზე ზვერევის სასარგებლოდ გერმანელს მატჩ-პოინტი ჰქონდა, მაგრამ რაფამ შეძლო ყველაფრის შემობრუნება. მეოთხედფინალი ესპანელი იაპონელ კეი ნიშიკორს შეხვდება.

“ინდიან-უელსის” მასტერსის ტურნირის საპრიზო ფონდი 3 645 000.

0.125428