ფეხბურთი

23:10 | 16.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჯაბა კანკავა: “ვაისს დიდ წარმატებებს ვუსურვებ”

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს 29 მარტს ექნება ამხანაგური მატჩი ყაზახეთთან და სწორედ ამ დღეს შედგება ვლადიმირ ვაისის დებიუტი ნაკრების თავკაცის პოსტზე. ვაისმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა, რომ ქართველ ფეხბურთელებში საკმაო პოტენციალს ხედავს და აღნიშნა, აქ საქართველოს დასათვალიერებლად არ ჩამოვსულვარო.
ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი კი, რა თქმა უნდა, ჯაბა კანკავაა. “მსოფლიო სპორტმა” ფრანგული “რეიმსის” 29 წლის ნახევარმცველს ვაისის დანიშვნაზე კომენტარი სთხოვა:
“აქამდე არასოდეს მქონია ვაისთან შეხება. თქვენგან, ჟურნალისტებისგან გავეცანი მის წარსულ სამწვრთნელო საქმიანობას. ბუნებრივია, ჩვენთანაც დიდ წარმატებებს ვუსურვებ”.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115815