ფეხბურთი

0:46 | 14.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

“მამლები” “მელიებს” არ ნებდებიან

ინგლისის ჩემპიონატის არასრული 30-ე ტურის მეორე სათამაშო დღეს ერთი შეხვედრა გაიმართა.

ჩემპიონშიფში გასავარდნად განწირულმა ბოლო ადგილოსანმა “ასტონ ვილამ” საკუთარ კედლებში ჩემპიონობისათვის მებრძოლი ლონდონის “ტოტენჰემი” მიიღო და როგორც მოსალოდნელი გახლდათ, მორიგი მარცხი იწვნია.

ბირმინგემელები პირველი ნახევრის ბოლომდე უძალიანდებოდნენ მეტოქეს, მაგრამ ტაიმის ბოლო წუთზე ჰარი კეინმა გაიტანა და “დეზები” შესვენებაზე დაწინაურებულნი გავიდნენ.

მეორე ნახევარი სტუმართათვის დიდებულად დაიწყო და ჰარი კეინმა 48-ე წუთზე დუბლი გაიფორმა. პირველი გოლის მსგავსად, საგოლე გადაცემის ავტორი დეილი ალი გახდა. დარჩენილ დროში “მამლებს” თავი აღარ მოუკლავთ, ხოლო “ასტონ ვილა” ძალიან უსუსური გახლდათ და პრესტიჟის გოლის გატანაც ვერ შეძლო.

“ტოტენჰემმა” 58 ქულა დააგროვა და ლიდერ “ლესტერს” 2 ქულით ჩამორჩება, რომელიც დღეს “ნიუკასლს” დაუპირისპირდება შინ.

ასტონ ვილა – ტოტენჰემი 0:2 (0:1)

ბირმინგემი, “ვილა პარკი”

ასტონ ვილა (4-3-3): გუზანი, ლესკოტი, ოკორე, ჰატონი, სისოხო, ვერეტუტი (გრინი 62), გაიე, ვესტვუდი, ჯ.აიუ, ხილი (სინკლერი 70), ჟესტედი.
მწვრთნელი: რემი გარდი

ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი, ალდერვეირელდი, ვიმერი, როუზი, უოლკერი, დაიერი, დემბელე, ერიკსენი (კეროლი 78), ლამელა (ჩადლი 90), ალი (მეისონი 87), კეინი.
მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

გოლები: კეინი (45;48)
მსაჯი: ენტონი ტეილორი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.163945