კალათბურთი

22:50 | 13.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ცინცაძის სასტარტო და 30 წუთი

გიორგი ცინცაძის “რუენმა” საფრანგეთის საკალათბურთო ჩემპიონატში ზედიზედ – მე-4, ჯამში კი მე-18 მატჩი წააგო და კვლავაც გასავარდნ მე-17 პოზიციაზე რჩება. ქართველის კლუბი ამჯერად ლიდერ “სტრასბურგს” სტუმეობდა და 71:84 დამარცხდა.

კარგი ისაა, რომ ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში მიჯრით მე-2 შეხვედრაში გამოჩნდა და რუენული კარიერის განმავლობაში სარეკორდო 30 წუთი ითამაშა.

ამ დროში გიორგიმ 6 ქულა, 2 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა გამთამაშებელმა 2-დან 1 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაკარიმდნენ.

“რუენი” მომდევნო მატჩს 18 მარტს, შინ, მეორეადგილოსან “მონაკოსთან” გამართავს დ სიტუაციის გამოსწორებისთვის მაქსიმუმი უნდა გააკეთოს. ცინცაძის კლუბი ლიგაში დარჩენის ამბავში უმთავრეს კონკურენტ “პარი ლევალუას” 2 გამარჯვებით ჩამორჩება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091061