ფეხბურთი

2:04 | 12.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა დვალმა გაიტანა და ქართულად წაუცეკვა (+VIDEO)
კანკავას “რეიმსმა” მონაკოდან ქულა წაიღო 

პოლონეთის ჩემპიონატში 20 წლის ქართველმა მცველმა ლაშა დვალმა გოლი გაიტანა. ვროცლავის “შლიონსკი” გასვლაზე შეხვდა “კორონას” და 2:2 დაასრულა შეხვედრა. დვალმა შეუცვლელად ითამაშა, გოლი კი 59-ე წუთზე მიითვალა: კუთხური ჩააწოდეს და ერთი შეხებით, მარჯვენა ფეხით კარში გადაგზავნა ბურთი. დვალმა გოლის გატანა ორიგინალურად აღნიშნა: ქართული ცეკვის ილეთი შეასრულა (VIDEO).

“შლიონსკი” ლაშას გოლით 2:0 დაწინაურდა, მაგრამ საბოლოოდ ფრეს დასჯერდა. ვროცლავის გუნდი სახიფათო ზონაშია, ბოლოდან მესამე ადგილზე.
საფრანგეთში კარგი მატჩი ჩაატარა ჯაბა კანკავამ და მისმა “რეიმსმაც”: სტუმრად 2:2 “მონაკოსთან”. კანკავამ საკმაო სამუშაო გასწია ცენტრში და შეტევებისთვისაც იცლიდა. მონაკოელები ორჯერ იგებდნენ ბრაზილიელი ვაგნერ ლავის გოლებით, მაგრამ საბოლოოდ 2:2 და რეიმსელები ბოლოდან მეხუთეზე არიან, თუმცა კონკურენტებს ამ ტურში სათამაშო აქვთ.
დანიაში “ორჰუსი” გასვლაზე 1:2 დამარცხდა “ესბიერგთან” და ბოლოდან მესამე პოზიციაზეა. ორჰუსელთა შორის ბოლო 12 წუთი ითამაშა მათე ვაწაძემ.
ნორვეგიაში დაიწყო სეზონი, პირველ ტურში გიორგი გოროზიას “სტაბეკმა” სტუმრად “ოლესუნდთან” 0:1 წააგო. გოროზია სასტარტოში გახლდათ და 75-ე წუთზე შეცვალეს.
რუსეთის პრემიერლიგაში გიორგი ლორიას “კრილიამ” ვერაფერი გააწყო “ყუბანთან” და 0:2 წააგო. ლორია კვლავაც ძირითადში იყო და პირველი გოლის მომენტში შეეძლო უკეთ გარჯა. ყუბანელთა შემტევი წააქცია და ამის გამო პენალტი დაინიშნა, რომელიც მასპინძლებმა გამოიყენეს. სხვა მხრივ კი, გიორგის ურიგოდ არ უთამაშია. “კრილია” მე-12 (ბოლოდან მეხუთე) ადგილზეა.
ჩეხეთში ლევან ყენიას “სლავიამ” 1:0 მოუგო “ზლინს” და მეხუთე საფეხურზეა. ყენია სასტარტოში იყო და 70-ე წუთზე შეცვალეს. ლევანი პირველ ტაიმში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო მინდორზე და გოლის გატანასთანაც ახლოს იყო. შორიდან ხარიხას მოარტყა ბურთი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116096