ნოვაკ ჯოკოვიჩმა “დევისის თასზე” ყაზახი მიხაილ კუკუშკინი უმძიმეს ბრძოლაში, 5 სეტიან მატჩში, 6:7, 7:6, 4:6, 6:3, 6:2 დაამარცხა. შეხვედრა 5 საათსა და ერთ წუთს გაგრძელდა. მატჩის შემდეგ ნოლემ მცირე კომენტარი გააკეთა.
“ჩემს კარიერაში ეს იყო უდაოდ ყველაზე რთული მატჩი. ოპონენტი საოცრად თამაშობდა, ის შეხვედრაზე იყო ფოკუსირებული. ჩემი საუკეთესო თამაში ვერ ვაჩვენე” – განაცხადა ჯოკოვიჩმა.