ფეხბურთი

16:57 | 5.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

სანდრო გურულის გადამწყვეტი გოლი, ხუბუტიას მოგება

აზერბაიჯანის ჩემპიონატში აზალ-მა გასვლაზე 1:0 სძლია ლენქორანის “ხაზარს” და ეს ერთადერთი გოლი სანდრო გურულმა გაიტანა. მან 36-ე წუთზე თავისივე მოპოვებული პენალტი ზუსტად დაარტყა. გურულის გარდა, აზალ-ში ნუგზარ კვირტიამაც ითამაშა. სწორედ ქართველები გამოირჩევიან ამ გუნდში. აზალ-ს ძალიან ცოტა აქვს გატანილი (13 ბურთი), აქედან კვირტიას აქვს 4, ხოლო გურულს – 3. თან თითქმის ყველა გოლი გადამწყვეტი გამოდგა.

სლოვაკეთში აკაკი ხუბუტიას “მიხალოვცემ” გასვლაზე მოულოდნელად სძლია “ჟილინას” – 3:2. ხუბუტიამ შეუცვლელად ითამაშა, გაფრთხილებაც მიიღო. “მიხალოვცე” ბოლოდან მესამე ადგილზეა.

0.114086