ფეხბურთი

14:36 | 5.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

კანკავას პირველი ჯილდო საფრანგეთში

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტან ჯაბა კანკავას ფრანგულ “რეიმსში” პირველი ჯილდო გადასცეს. მოგეხსენებათ, 29 წლის ქართველი საყრდენი “რეიმსის” გულშემატკივრებმა იანვრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, ხოლო ოფიციალურად პრიზი ახლახან გადაეცა. ეს ჯაბასთვის საფრანგეთში პირველი აღიარებაა.

იანვარში კანკავამ “რეიმსის” წითელი მაისური 4 შეხვედრაში მოირგო. მთლიანობაში კი ლიგა 1-ში წლეულს 19 თამაში ჩაატარა და საერთოდაც, საფრანგეთში ძალიან კარგი პრესა აქვს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114764