სხვა

21:39 | 4.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

სამინისტრო სპორტულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის თანამედროვე ფორმატზე გადადის

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო სპორტულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის თანამედროვე ფორმატზე გადადის, რომელიც ელექტრონულ რეჟიმში ფინანსური და სხვადასხვა დოკუმენტაციის ოფიციალურად წარმოდგენას და ზოგადად, დოკუმენტბრუნვის პროცესის რეგულირებას გულისხმობს. სამინისტრო მსგავსი ფორმატით 73 აღიარებულ ორგანიზაციასთან ითანამშრომლებს.

აღნიშნული პროცესი სატესტო რეჟიმში მარტიდან დაიწყო, ახლა კი, სპორტულ ორგანიზაციებთან შეხვედრა და მათთვის ახალი ფორმატით მუშაობის სპეციფიკის განხილვა მიმდინარეობს.

4 მარტს სპორტის კვლევისა და ანალიზის სამმართველოს უფროსი ვასილ ლიპარტელიანი და დაგეგმვისა და მონიტორინგის სამმართველოს უფროსი ზურაბ ბაქრაძე რამდენიმე ფედერაციის წარმომადგენელს შეხვდნენ და თანამშრომლობის ახალი ფორმატის შესახებ ესაუბრნენ.

ფედერაციების წარმომადგენლებს საშუალება აქვთ საკუთარი შენიშვნები და მოსაზრებები გამოთქვან, რასაც პროგრამის ავტორების მხრიდან მათი გათვალისწინება და პროგრამაში შესაბამისი ცვლილებები მოჰყვება.

1 აპრილიდან სამინისტრო და სპორტული ორგანიზაციები მუშაობის თანამედროვე ფორმატზე ოფიციალურად გადავლენ.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.170537