ჰოლანდიის ერედივიზიონის ბინადარი “ვიტესი”, რომლის ღირსებასაც გურამ კაშია და ვალერი ყაზაიშვილი იცავენ, კერკრადეს “როდას” წინააღმდეგ ჩემპიონატის მორიგი ტურის მატჩისთვის დახურულ კარს მიღმა ემზადება.
როგორც ინტერნეტპორტალი Ad.nl იუწყება, არნემელთა თავკაცი რობ მაასი გუნდის ტაქტიკურ მონახაზში ცვლილების შეტანას გეგმავს. კერძოდ, გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ყაზაიშვილი თავის ძველ პოზიციას დაუბრუნდება და თავდამსხმელების უკან გაირჯება. მოგეხსენებათ, ბოლო დროს მაასი ვაკოს ჯიუტად ცენტრფორვარდის პოზიციაზე ათამაშებდა, რის შემდგომაც ქართველის მარგი ქმედების კოეფიციენტი ძალზე შემცირდა და თავადაც უკმაყოფილო გახლდათ.
რაც შეეხება კაშიას, რომელიც მაასმა რამდენიმეჯერ მარჯვენა მცველად ათამაშა, “ვიტესის” კაპიტანი “როდასთან” ისევ ცენტრალური მცველის პოზიციაზე გაირჯება.
შეგახსენებთ, “ვიტესმა” ბოლო 8 ტურში გამარჯვება მხოლოდ ორჯერ იზეიმა და შესაბამისად, სატურნირო ცხრილში ნელ-ნელა ქვემოთ ეშვება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
კაშია და ვაკოს იმედი მაქვს
ნაკრების ორი ლიდერი
ვინ მიყვანეს სულ აურდაურია გუნდი
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!
ნეტა მოვიდა ვითომ აზრზე?
ფუ რა მოქოქილი იყო ვიტესი და რა უქნა ტიპმა გუნდს
სად გამოძებნეს ეგ დურაქი ? გააფუჭა გუნდიი ! @@@@