ფეხბურთი

16:03 | 3.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

17-წლამდელებმა სომხეთთან მეორე სპარინგიც მოიგეს

საქართველოს 17-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე სომხეთის 18 წლამდე ნაკრებთან მეორე ამხანაგური მატჩი გამართა და 3:0 იმარჯვა.

ვასილ მაისურაძის შეგირდებმა სამივე გოლი შეხვედრის პირველ ტაიმში გაიტანეს. ანგარიში მე-4 წუთზე გიორგი ივანიაძემ გახსნა, მე-13 წუთზე თავი ბექა ქავთარაძემ გამოიჩინა, ხოლო 5 წუთში ივანიაძემ დუბლი მიითვალა.

ამ გუნდებს შორის პირველი სპარინგი 1 მარტს ქართველებმა 4:1 მოიგეს.

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ელიტ რაუნდისთვის ემზადება, რომელსაც 15-20 მარტს თბილისი უმასპინძლებს. ვასილ მაისურაძის გუნდის მეტოქეები იტალიის, რუსეთისა და ბოსნიის ნაკრებები იქნებიან.

საქართველო U17 - სომხეთი U18 3-0 VIDEO

თბილისი, „მიხეილ მესხი“. 3 მარტი

საქართველო U17: კერესელიძე, კიკალიშვილი (41’ ქაფიანიძე), ასათიანი (კ) (41’ ვირუბოვი), კასრელიშვილი, გულბანი (41’ ნიკოლეიშვილი), კუცია (59’ ძებნიაური), ნინუა (65’ ანდრონიკაშვილი), შეწირული, ქავთარაძე (41’ ოზბეთელაშვილი), ჩაკვეტაძე (41’ სპანდერაშვილი), ივანიაძე (41’ დავითაშვილი)

მთ. მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე

სომხეთი U18: ასლანიანი, ხაჩატრიანი (54’ გრიგორიანი), სარგსიანი, მანუკიანი (76’ ტერ-პეტროსიანი), ნადირიანი (კ), ე. მოვსისიანი (76’ ნ. არუთინიანი), პეტროსიანი (65’ ა. მოვსისიანი), ჰ. არუთინიანი (76’ პოღოსიანი), სპერციანი (76’ ხარბუტიანი), მელქონიანი (30’ ავაგიანი), გევორგიანი (30’ მურადიანი)

მთ. მწვრთნელი: არამ ვოსკანიანი

მსაჯები: გ. კიკაჩეიშვილი, ლ. ვარამიშვილი, ლ. თოდრია, ბ. ნინუა (სათადარიგო)

გაფრთხილება: ჰ. არუთინიანი (34), მურადიანი (38), ვირუბოვი (56), ნადირიანი (80)

გოლები: 1-0 ივანიაძე (4), 2-0 ქავთარაძე (13), 3-0 ივანიაძე (18)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.117076