ფეხბურთი

20:51 | 2.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

კამპლისთვის სეზონი დასრულდა

სლოვენიის ეროვნული ნაკრების და “ლევერკუზენის” ნახევარმცველის კევინ კამპლისთვის სეზონი დასრულებულია. ინფორმაციას DW Sport-ი ავრცელებს.

ფეხბურთელმა “დორტმუნდთან” წაგებულ (0:1) მატჩში ფეხის ტრავმა მიიღო და შესაცვლელი შეიქმნა. თავდაპირველი ინფორმაციით დაზიანება რთული არ იყო, თუმცა როგორც გაირკვა, სლოვენიელმა ფეხი მოიტეხა.

მიმდინარე სეზონში ნახევარმცველმა 30 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 2 გოლი და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115416