ფეხბურთი

10:00 | 2.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

"მილანი" ფინალში 13 წლის შემდეგ... (+VIDEO)

იტალიის თასის 2015-2016 წლების გათამაშების პირველი ფინალისტი "მილანია". ლომბარდიულმა გრანდმა ნახევარფინალის საპასუხო შეხვედრაში ქვედალიგელი "ალესანდრია" 5:0 გაანადგურა და ვინაიდან, პირველი თამაშიც მოგებული ჰქონდა (1:0), ფინალის საგზურიც მოიპოვა.

"როსონერისგან" დუბლით ფრანგი თავდამსხმელი ჟერემი მენესი გამოირჩა, რომელმაც მიმდინარე სეზონში ძირითად შემადგენლობაში პირველად ითამაშა. მის გარდა გოლები ალესიო რომანიოლიმ და მარიო ბალოტელიმ გაიტანეს, ხოლო სტუმართა ფეხბურთელმა საბატომ საკუთარი კარი დალაშქრა.

აღსანიშნავია, რომ "მილანი" იტალიის თასის ფინალს 13 წლის შემდგომ დაუბრუნდა. შავ-წითლებმა ბოლოს 2003 წელს, "რომას" მოუგეს ორმატჩიან დუელში.

"მილანის" მეტოქე დღეს საღამოს გაირკვევა: "ინტერი" "იუვენტუსს" მასპინძლობს, ტურინელებს პირველი შეხვედრა 3:0 მოუგიათ და ფინალის საგზური თითქმის განაღდებული აქვთ.

თეგები\"მილანი\"
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111617