ფეხბურთი

4:32 | 28.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ლესტერმა” ბოლოში იმარჯვა

ინგლისის ჩემპიონატის 26-ე ტურის პირველ სათამაშო დღეს 6 შეხვედრა გაიმართა, რომელთაგან განსაკუთრებულ ინტერესს 2 დაპირისპირდება იწვევდა.

წინა ტურში დამარცხების შემდეგ კვლავ იმარჯვა გათამაშების ერთპიროვნულმა ლიდერმა “ლესტერმა”, რომელსაც საკუთარ მოედანზე “ნორვიჩის” დამარცხება ძალიან გაუჭირდა და “იადონების” წინააღმდეგობა მხოლოდ 89-ე წუთზე დაძლია. მასპინძლები მთელი მატჩის განმალობაში დიდ უპირატესობას ფლობდნენ და არაერთი საგოლე მომენტიც ჰქონდათ, მაგრამ რომ არა შეცვლაზე შემოსული ლეონარდო ულოა, “მელიები” ორ ძალიან საჭირო ქულას დაკარგავდნენ – 1:0.

“საუთჰემპტონმა” შინ “ჩელსი” მიიღო და 6-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა, ხოლო ფლეიზერ ფორსტერმა ამდენივე მშრალი შეხვედრის შემდეგ პირველად გაუშვა გოლი. “წმინდანებმა” პირველი ნახევარი შეინ ლონგის გოლით მოიგეს, თუმცა მეორე ნახევარში მოვლენები საპირისპიროდ განვითარდა და რონალდ კუმანის შეგირდები უქულოდ დარჩნენ: 75-ე წუთზე სესკ ფაბრეგასმა გაათანაბრა, ხოლო 89-ე წუთზე ბრანისლავ ივანოვიჩმა გამარჯვების გაიტანა – 1:2. “ჩელსის” უკვე 11 მატჩია, რაც პრემიერლიგაში არ წაუგია, თუმცა 36 ქულით მხოლოდ მე-11 ადგილს იკავებს.

ტურის გახსნითი შეხვედრა “ბოლეინ გრაუნდზე” შედგა, სადაც ადგილობრივი “ვესტ ჰემი” “სანდერლენდს” დაუხვდა და ანტონის გოლით დაამარცხა.

“ვესტ ბრომვიჩი” საკუთარ კედლებში “კრისტალ პალასს” დაუხვდა და პირველივე ტაიმში სამი უპასუხო ბურთი გაუტანა. მეორე ნახევარში ვიკჰემმა დუბლი შეასრულა, თუმცა სტუმრებს ეს ქულის აღებაში ვერ დაეხმარა – 3:2.

“სტოკმა” შინ უიმედო აუტსაიდერი “ასტონ ვილა” დაამარცხა, ხოლო პრემიერლიგის დებიუტანტებმა “უოტფორდმა” და “ბორნმუთმა” “ვიკარეიჯ როუდზე” უგოლოდ ითამაშეს.

ვესტ ჰემი – სანდერლენდი 1:0 (1:0)

ლონდონი, “ბოლეინ გრაუნდი”

ვესტ ჰემი (4-3-3): ადრიანი, ოგბონა, კოლინსი, ბაირამი, კრესველი, ნობლი (ობიანგი 82), ლანცინი (მოზესი 65), კუაიტე, ანტონიო, პაიე, ემენიკე (კეროლი 59).
მწვრთნელი: სლავენ ბილიჩი

სანდერლენდი (4-1-4-1): მანონე, კონე, ოში, იედლინი, ვან აანჰოლტი, კირხოფი, კატერმოლი (როდეული 65), მ’ვილა, ხაზრი, ნ’დოიე, დეფო.
მწვრთნელი: სემ ელარდაისი

გოლი: ანტონიო (30)
გაფრთხილებები: ბაირამი
მსაჯი: მაიკლ დინი

უოტფორდი – ბორნმუთი 0:0

უოტფორდი, “ვიკარეიჯ როუდი”

უოტფორდი (4-4-2): გომეში, ბრიტოსი, კეტკარტი, აკე, პარედესი, უოტსონი, კაპუ (მ.სუარესი 57), ამრაბატი (აბდი 83), ბეჰრამი, იგალო, დინი.
მწვრთნელი: კიკე სანჩეს ფლორესი

ბორნმუთი (4-4-1-1): ბორუცი, სმიტი, კუკი, ფრანცისი, დანიელსი, სურმანი, არტერი, სტანისლასი (გრადელი 23), რიტჩი (მურეი 86), კინგი, აფობი (გოსლინგი 74).
მწვრთნელი: ედი ჰაუ

გაფრთხილებები: უოტსონი, ბეჰრამი, კეტკარტი – სურმანი
მსაჯი: ენტონი ტეილორი

ვესტ ბრომვიჩი – კრისტალ პალასი 3:2 (3:0)

ვესტ ბრომვიჩი, “ჰაუტორნსი”

ვესტ ბრომვიჩი (4-3-3): ფოსტერი, ოლსონი, მაკოლი, ბრანტი (ჩესტერი 44), დოუსონი, იაკობი, გარდნერი, დ.ფლეტჩერი, სესენიონი (მაკკლინი 75), ბერაჰინო, რონდონი (სანდრო 87).
მწვრთნელი: ტონი პულისი

კრისტალ პალასი (4-4-2): ჰენესი, დელანი, დანი, იარდი, კელი, კაბაიე (გაილი 80), ლედლი (იედინაკი 81), მუტჩი, ზაჰა, ადებაიორი (ბოლასი 46), ვიკჰემი.
მწვრთნელი: ალან პარდიუ

გოლები: 1:0 გარდნერი (12), 2:0 დოუსონი (20), 3:0 ბერაჰინო (31), 3:1;3:2 ვიკჰემი (48;80)
გაფრთხილებები: დოუსონი, ჩესტერი – ადებაიორი, კაბაიე
მსაჯი: ჯონათან მოსი

სტოკი – ასტონ ვილა 2:1 (0:0)

სტოკი, “ბრიტანია სთედიუმი”

სტოკი (4-2-3-1): ბატლანდი, ვოლშაიდი, კამერონი, ბერდსლი, პიტერსი, იმბულა, ველანი, აფელაი (კრკიჩი 71), არნაუტოვიჩი (დიუფი 89), შაქირი, უოლტერსი (ხოსელუ 71).
მწვრთნელი: მარკ ჰიუზი

ასტონ ვილა (4-3-3): ბანი, ოკორე, ლესკოტი, სისოხო, ჰატონი, ვერეტუტი (ჟესტედი 77), გაიე, ვესტვუდი, ბაკუნა, ხილი (სინკლერი 58), აგბონლაჰორი.
მწვრთნელი: რემი გარდი

გოლები: 1:0;2:0 არნაუტოვიჩი (51 პენ. 56), 2:1 ბაკუნა (79)
გაფრთხილებები: გაიე, ჰატონი, ოკორე
მსაჯი: კევინ ფრენდი

საუთჰემპტონი – ჩელსი 1:2 (1:0)

საუთჰემპტონი, “სენტ მერი სთედიუმი”

საუთჰემპტონი (4-2-3-1): ფორსტერი, ფონტე, ვან დეიკი, სოარეში, ბერტრანი, კლასი, რომეუ, ს.დევისი, ტარგეტი (უარდ-პროუსი 89), ლონგი (პელე 69), ოსტინი (მანე 79).
მწვრთნელი: რონალდ კუმანი

ჩელსი (4-2-3-1): კურტუა, კეჰილი, ივანოვიჩი, აზპილიკუეტა, ბაბა (კენედი 46), მიკელი, ფაბრეგასი, აზარი (მატიჩი 93), ვილიანი, პედრო (ოსკარი 7), კოშტა.
მწვრთნელი: გუს ჰიდინკი

გოლები: 1:0 ლონგი (42), 1:1 ფაბრეგასი (75), 1:2 ივანოვიჩი (79)
გაფრთხილებები: ს.დევისი, ბერტრანი, კლასი – კოშტა
მსაჯი: მარტინ ატკინსონი

ლესტერი – ნორვიჩი 1:0 (0:0)

ლესტერი, “კინგ პაუერ სთედიუმი”

ლესტერი (4-4-2): შმეიხელი, მორგანი, ჰუტი, ფუჩსი, ამარტი (ულოა 78), კანტე (კინგი 70), დრინკვოთერი, მაჰრეზი, ოლბრაიტონი, ოკაზაკი (შლუპი 69), ვარდი.
მწვრთნელი: კლაუდიო რანიერი

ნორვიჩი (4-4-1-1): რუდი, კლოზე (მბოკანი 92), მარტინი, პინტო, ბენეტი, ჰაუსონი, ტეტი, ბრედი, რედმონდი, ნეისმიტი (იარვისი 82), ჯერომი (ბემფორდი 92).
მწვრთნელი: ალექს ნილი

გოლი: ულოა (89)
გაფრთხილებები: ნეისმიტი, ბენეტი
მსაჯი: ნილ სვერბრიკი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.134853